https://sputnik-georgia.com/20221008/winandlis-mamulsi-lado-asatianis-xelnawerebi-da-fotoarqivi-gamoifina-271167878.html
წინანდლის მამულში ლადო ასათიანის ხელნაწერები და ფოტოარქივი გამოიფინა
წინანდლის მამულში ლადო ასათიანის ხელნაწერები და ფოტოარქივი გამოიფინა
Sputnik საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხანმოკლე იყო ლადო ასათიანის ცხოვრება, მან ქართული კულტურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა, აღნიშნა წინანდლის მამულის დირექტორმა. 08.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-08T16:40+0400
2022-10-08T16:40+0400
2022-10-08T16:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23452/80/234528091_0:635:1384:1414_1920x0_80_0_0_cf966ec470824dfb4581178bd037c7f3.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. წინანდლის მამულში დიდი ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის 105 წლის იუბილე აღნიშნეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.ღონისძიებას პოეტის სამი შთამომავალი - შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი დაესწრო.ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პოეტის ხელნაწერები და ფოტოარქივიც გამოიფინა.წინანდალში ლადო ასათიანის იუბილე კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით აღნიშნეს.ასათიანი: დაუკარით! რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს! >>ლადო ასათიანი 1917 წლის 14 იანვარს დაიბადა ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“ გამოაქვეყნა. 1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს.1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 წელს. პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. 1943 წლის ივლისში პოეტი გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ 1968 წელს გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23452/80/234528091_0:505:1384:1543_1920x0_80_0_0_5316c839edd444b84805151848e34982.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
წინანდლის მამულში ლადო ასათიანის ხელნაწერები და ფოტოარქივი გამოიფინა
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხანმოკლე იყო ლადო ასათიანის ცხოვრება, მან ქართული კულტურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა, აღნიშნა წინანდლის მამულის დირექტორმა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. წინანდლის მამულში დიდი ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის 105 წლის იუბილე აღნიშნეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ღონისძიებას პოეტის სამი შთამომავალი - შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი დაესწრო.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პოეტის ხელნაწერები და ფოტოარქივიც გამოიფინა.
„ლადო ასათიანი ძალიან ახალგაზრდა, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა და, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხანმოკლე იყო მისი ცხოვრება, მან შეძლო ქართული კულტურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დაეტოვებინა. მუზეუმში გამოიფინა მისი ხელნაწერები და ფოტოარქივი, დამთვალიერებელი კი ექსპოზიციის ნახვას მომდევნო 1 თვის განმავლობაში შეძლებს“, - აღნიშნა წინანდლის მამულის დირექტორმა გიორგი ხარაბაძემ.
წინანდალში ლადო ასათიანის იუბილე კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით აღნიშნეს.
ლადო ასათიანი 1917 წლის 14 იანვარს დაიბადა ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“ გამოაქვეყნა. 1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს.
1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 წელს. პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. 1943 წლის ივლისში პოეტი გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ 1968 წელს გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.