https://sputnik-georgia.com/20221008/vladimirputinmayirimis-xidze-afetqebastan-dakavsirebit-komisiis-seqmnis-davaleba-gasca-271164668.html
ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის დავალება გასცა
ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის დავალება გასცა
Sputnik საქართველო
სამთავრობო კომისიის ამოცანაა - მომხდარის მიზეზების დადგენა და შედეგების ოპერატიული აღმოფხვრა 08.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-08T13:21+0400
2022-10-08T13:21+0400
2022-10-08T13:21+0400
ახალი ამბები
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/08/271163428_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_03ec1542cf38a1d2623e8d001c350e53.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების გამო პრემიერ-მინისტრს მიხეილ მიშუსტინს სამთავრობო კომისიის შექმნა დაავალა, განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.შაბათს, გამთენიისას ყირიმის ხიდზე ააფეთქეს სატვირთო მანქანა, რამაც სარკინიგზო შემადგენლობის შვიდი ცისტერნის აალება გამოიწვია. ხიდის ორი საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა. ხიდის სანაოსნო ნაწილში არსებული თაღი არ დაზიანებულა. რეგიონული ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, მომხდარის შედეგად არავინ არ დაშავებულა.მან აღნიშნა, რომ სამთავრობო კომისიას დაევალა მომხდარის მიზეზების დადგენა და შედეგების ოპერატიულად აღმოფხვრა. მის შემადგენლობაში ასევე იქნებიან კრასნოდარის მხარის და ყირიმის ხელმძღვანელები, რუსეთის გვარდიის, უშიშროების ფედერალური სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.მინისტრები საველიევი და კურენკოვი მომხდარის ადგილისკენ გაემგზავრნენ.ყირიმის ხიდი ყველაზე გრძელია რუსეთში, მისი სიგრძე 19 კილომეტრს შეადგენს. საავტომობილო ნაწილი 2018 წლის მაისში ამოქმედდა. 2019 წლის დეკემბერში მის სარკინიგზო ნაწილზე პირველი მატარებლები ამოძრავდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/08/271163428_110:0:2841:2048_1920x0_80_0_0_040cd90f894c20c94fd3e7c258921d4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის დავალება გასცა
სამთავრობო კომისიის ამოცანაა - მომხდარის მიზეზების დადგენა და შედეგების ოპერატიული აღმოფხვრა
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების გამო პრემიერ-მინისტრს მიხეილ მიშუსტინს სამთავრობო კომისიის შექმნა დაავალა, განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
შაბათს, გამთენიისას ყირიმის ხიდზე ააფეთქეს სატვირთო მანქანა, რამაც სარკინიგზო შემადგენლობის შვიდი ცისტერნის აალება გამოიწვია. ხიდის ორი საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა. ხიდის სანაოსნო ნაწილში არსებული თაღი არ დაზიანებულა. რეგიონული ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, მომხდარის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
„ყირიმის ხიდზე საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინმა პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის, ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულინის, საგანგებო სიტუაციების და ტრანსპორტის მინისტრების, ალექსანდრ კურენკოვისა და გენადი საველიევის, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მოხსენებები მიიღო“, - ციტირებს „რია ნოვოსტი“ პესკოვის სიტყვებს.
მან აღნიშნა, რომ სამთავრობო კომისიას დაევალა მომხდარის მიზეზების დადგენა და შედეგების ოპერატიულად აღმოფხვრა. მის შემადგენლობაში ასევე იქნებიან კრასნოდარის მხარის და ყირიმის ხელმძღვანელები, რუსეთის გვარდიის, უშიშროების ფედერალური სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
მინისტრები საველიევი და კურენკოვი მომხდარის ადგილისკენ გაემგზავრნენ.
ყირიმის ხიდი ყველაზე გრძელია რუსეთში, მისი სიგრძე 19 კილომეტრს შეადგენს. საავტომობილო ნაწილი 2018 წლის მაისში ამოქმედდა. 2019 წლის დეკემბერში მის სარკინიგზო ნაწილზე პირველი მატარებლები ამოძრავდა.