https://sputnik-georgia.com/20221008/ratom-izrdeba-jarimebi-teqdatvalierebis-argavlistvis-maia-bitazis-ganmarteba-271162970.html
რატომ იზრდება ჯარიმები ტექდათვალიერების არგავლისთვის: მაია ბითაძის განმარტება
რატომ იზრდება ჯარიმები ტექდათვალიერების არგავლისთვის: მაია ბითაძის განმარტება
Sputnik საქართველო
კანონმდებლობა გამკაცრდება უსაფრთხო მგზავრობისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით 08.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-08T12:10+0400
2022-10-08T12:10+0400
2022-10-08T12:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0b/251993273_0:51:3000:1739_1920x0_80_0_0_5211fcdd4671959d3f991c8e781530d6.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik.საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები შეიძლება გასამმაგდეს, რადგან არსებული 50 ლარიანი ჯარიმა დამრღვევებზე გავლენას არ ახდენს, განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.აღსანიშნავია, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ჯარიმების ოდენობები განსხვავდება.დეპუტატის თქმით, დღეისათვის ტექნიკური ინსპექტირების განმეორებით გაუვლელობისთვის ჯარიმა არ იზრდება და ისევ 50 ლარს შეადგენს, ამიტომ მძღოლებს ყოველთვიურად 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, ვიდრე ავტომობილის წესრიგში მოყვანა.„სუბიექტებს ურჩევნიათ გადაიხადონ 50-ლარიანი ჯარიმა და აღარ გაატარონ ავტომობილის ტექდათვალიერება, რადგან შეიძლება, ტექდათვალიერებამ მეტი დანახარჯი გამოიწვიოს მათთვის“, - განაცხადა დეპუტატმა.საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა საქართველოში: ჯარიმების ტოპ-ხუთეული >>მისი თქმით, ეს ძალიან ცუდად აისახება თვითონ ტექინსპექტირების ახლად შექმნილ სისტემაზე და გარკვეული ზიანის მომტანია თვითონ ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ ჰაერის დაბინძურებაზე.მისივე თქმით, კანონმდებლობის გამკაცრება უსაფრთხო მგზავრობისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატების და შსს-ს მონაწილეობით მომზადდა. მათ შორის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებიც იყვნენ ჩართული.კანონპროექტის თანახმად, 500 ლარიანი ჯარიმა არის ბოლო ზღვარი და თუ პირი მუდმივად არ გაივლის ტექდათვალიერებას, მუდმივად დაჯარიმდება 500 ლარით.იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ადმინისტრაციული დარღვევაა საქართველოში. ნახევარ წელიწადში ქვეყანაში 409.469 მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0b/251993273_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_a007cf1442c070850fb997d06d2695bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საქართველოს პარლამენტი
რატომ იზრდება ჯარიმები ტექდათვალიერების არგავლისთვის: მაია ბითაძის განმარტება
კანონმდებლობა გამკაცრდება უსაფრთხო მგზავრობისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik.საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები შეიძლება გასამმაგდეს, რადგან არსებული 50 ლარიანი ჯარიმა დამრღვევებზე გავლენას არ ახდენს, განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.
„პირველადი ჯარიმა 50 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი და იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ჯარიმის გამოწერიდან 30 დღის განმავლობაში კვლავ დაჯარიმდება აღნიშნული სამართალდარღვევის ხელახალი ჩადენისთვის, გასამმაგდება ჯარიმა. სამი დაჯარიმების ყოველი შემდგომი დაჯარიმება იქნება განსაზღვრული 500 ლარის ოდენობით და მეტი“, - განუცხადა ბითაძემ ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ჯარიმების ოდენობები განსხვავდება.
დეპუტატის თქმით, დღეისათვის ტექნიკური ინსპექტირების განმეორებით გაუვლელობისთვის ჯარიმა არ იზრდება და ისევ 50 ლარს შეადგენს, ამიტომ მძღოლებს ყოველთვიურად 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, ვიდრე ავტომობილის წესრიგში მოყვანა.
„სუბიექტებს ურჩევნიათ გადაიხადონ 50-ლარიანი ჯარიმა და აღარ გაატარონ ავტომობილის ტექდათვალიერება, რადგან შეიძლება, ტექდათვალიერებამ მეტი დანახარჯი გამოიწვიოს მათთვის“, - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ეს ძალიან ცუდად აისახება თვითონ ტექინსპექტირების ახლად შექმნილ სისტემაზე და გარკვეული ზიანის მომტანია თვითონ ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ ჰაერის დაბინძურებაზე.
მისივე თქმით, კანონმდებლობის გამკაცრება უსაფრთხო მგზავრობისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატების და შსს-ს მონაწილეობით მომზადდა. მათ შორის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებიც იყვნენ ჩართული.
„მთავრობის მხრიდან ველოდებით, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის კუთხითაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება და პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება შეტანილი“, - განაცხადა ბითაძემ.
კანონპროექტის თანახმად, 500 ლარიანი ჯარიმა არის ბოლო ზღვარი და თუ პირი მუდმივად არ გაივლის ტექდათვალიერებას, მუდმივად დაჯარიმდება 500 ლარით.
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ადმინისტრაციული დარღვევაა საქართველოში. ნახევარ წელიწადში ქვეყანაში 409.469 მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.