მოასწარით! ქართველ ახალგაზრდებს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე იწვევენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსასტუმროები თბილისში - Biltmore და Radisson
სასტუმროები თბილისში - Biltmore და Radisson - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2022
გამოწერა
გამოფენაზე შესაძლებელი იქნება სასურველი უნივერსიტეტის ან პროგრამის არჩევა.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში დღეს განათლების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს - მათთვის, ვისაც სწავლა უცხოეთში სურს.
გამოფენაზე ყველა მსურველი აირჩევს სასურველ უნივერსიტეტს, ოფლაინ/ონლაინ პროგრამებს, გაესაუბრება სასწავლებლების ოფიციალურ წარმომადგენლებს და შეიტყობს, რა არის საჭირო ჩარიცხვისა და დაფინანსების მოპოვებისთვის, ნათქვამია ორგანიზატორების ვებგვერდზე.
გამოფენის სპონსორები და მონაწილეები არიან სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები: IE University, Academy of Mathematics and Science, Fort Hays State University, The Global American University (Schiller).
ასევე მონაწილეობენ: INTO University Partnerships, CBS International Business School, Audencia Business School, LCC International University, University of Debrecen და ა.შ.
ღონისძიების ორგანიზატორია - საგანმანათლებლო ცენტრი LEAF (Liberal Enhanced Arts Foundation).
გამოფენა 12:00-დან 17:00 საათიდან სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება. შესვლა თავისუფალია, მაგრამ საჭიროა რეგისტრაციის გავლა.
წყარო - LEAF
ყველა ახალი ამბავი
0