ქალის მკვლელობა დიდ დიღომში: საზარელი დანაშაულის დეტალები

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2022
გამოწერა
მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი ქალის ცხედარს ბინაში ორი დღის განმავლობაში მალავდა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 40 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე 20 წლის მამაკაცია დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალგაზრდა, რომელსაც სამართალდამცველები განზრახ მკვლელობას ედავებიან, მედიის ცნობით, ირანის მოქალაქეა. მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი ქალის ცხედარს ბინაში ორი დღის განმავლობაში მალავდა.
შსს-ს ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში ერთ-ერთი ბინის მეპატრონისგან შევიდა შეტყობინება, რომ მის მიერ გაქირავებული ბინის კარი დაკეტილი იყო, ხოლო დამქირავებელი - უცხო ქვეყნის მოქალაქე - კონტაქტზე არ გამოდიოდა.
ადგილზე მისულმა მაშველებმა ბინის კარის საკეტის გაღება დაიწყეს, რა დროსაც კარი შიგნიდან გააღო მამაკაცმა და გაქცევას შეეცადა. მან წინააღმდეგობა გაუწია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, თუმცა მაშველებმა მას გაქცევის საშუალება არ მისცეს და პოლიციის მისვლამდე მოახერხეს მისი შეჩერება.
დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს მოქალაქეს სხეულზე ცივი იარაღით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0