მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ევროვიზია-2023“ ლივერპულში გაიმართება

© Pixabay / Maxpinsooლივერპული
ლივერპული - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2022
გამოწერა
„ევროვიზია-2023“-ზე შოუ საქართველოს სახელით The Voice of Georgia-ს გამარჯვებული წარდგება.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურს „ევროვიზიას“ 2023 წელს უკრაინის ნაცვლად დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს - შოუ ლივერპულში ჩატარდება.
ასეთი გადაწყვეტილება ევროპის სამაუწყებლო კავშირმა (EBU) უსაფრთხოების მოსაზრებების გამო მიიღო.
უკრაინა, რომელიც შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული გახდა, სანაცვლოდ პრეფერენციებს მიიღებს - მისი წარმომადგენელი პირდაპირ ფინალში მოხვდება.
2022 წელს კონკურსზე გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra სიმღერით Stefania.
კონკურსის ჩატარების უფლებისთვის ასევე ქალაქი გლაზგო იბრძოდა.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს სახელით „ევროვიზია-2023“-ზე შოუ The Voice of Georgia-ს გამარჯვებული წარდგება.
ყველა ახალი ამბავი
0