https://sputnik-georgia.com/20221008/birtvuli-armagedoni-ass-si-baideni-misi-gancxadebebis-gamo-gaakritikes-271167407.html
„ბირთვული არმაგედონი“: აშშ-ში ბაიდენი მისი განცხადებების გამო გააკრიტიკეს
„ბირთვული არმაგედონი“: აშშ-ში ბაიდენი მისი განცხადებების გამო გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
ბაიდენის განცხადებამ უკვე გამოიწვია პანიკა შეერთებულ შტატებში - ამერიკელებმა კალიუმის იოდიდის აბების მასიურად შეძენა დაიწყეს 08.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-08T15:31+0400
2022-10-08T15:31+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/05/268207478_0:59:2898:1689_1920x0_80_0_0_d834f8ab841c541f113f4938847a2373.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. გარდაცვლილი ამერიკელი პოლიტიკოსის, ჯონ მაკკეინის ქალიშვილმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა მეგან მაკ-კეინმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმის გამო, რომ ის თესავს შიშს თავისი განცხადებებით მოახლოებული „ბირთვული არმაგედონის“ შესახებ.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირველად ცივი ომისა და კარიბის ზღვის კრიზისის შემდეგ მსოფლიოს ბირთვული ომი ემუქრება და ამაში რუსეთი დაადანაშაულა.მაკკეინი ძალიან გაკვირვებული იყო მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ პირველად ცივი ომისა და კარიბის ზღვის კრიზისის შემდეგ, მსოფლიო ბირთვული ომის წინაშე დგას, იუწყება „რია ნოვოსტი“.მისი თქმით, ბაიდენის განცხადებამ უკვე გამოიწვია პანიკა შეერთებულ შტატებში, რადგან ამერიკელებმა კალიუმის იოდიდის აბების მასიურად შეძენა დაიწყეს.მაკ-კეინი ამტკიცებს, რომ ახლა თეთრმა სახლმა უნდა ახსნას, თუ რატომ აშინებს პრეზიდენტი ხალხს უმიზეზოდ. მისი თქმით, ბაიდენი უფრო ფრთხილი უნდა იყოს თავის გამონათქვამებში, მისი ადრინდელი პოლიტიკური შეცდომების გათვალისწინებით.„ბაიდენი ან განზრახ და უმიზეზოდ აშინებს ამერიკას და მთელ მსოფლიოს, ან აკეთებს ამას უნებურად. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ვარიანტი შემზარავია", - შეაჯამა მიმომხილველმა.სექტემბერში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ დასავლეთმა თავისი ანტირუსული პოლიტიკით ყველა ზღვარს გადააჭარბა და მოსკოვის წინააღმდეგ მუდმივი მუქარა გაიხსენა. მისი თქმით, დასავლეთმა ბირთვული შანტაჟი გამოიყენა.მან შეახსენა დასავლეთს, რომ რუსეთი ჯობნის უცხოურ სამხედრო აღჭურვილობას მთელ რიგ კომპონენტებში და გააფრთხილა ისინი, ვინც ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, რომ ქარის მიმართულება შესაძლოა მათკენ შეიცვალოს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/05/268207478_116:0:2769:1990_1920x0_80_0_0_5db1617f1759126233d50bc308551bd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
„ბირთვული არმაგედონი“: აშშ-ში ბაიდენი მისი განცხადებების გამო გააკრიტიკეს
15:31 08.10.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ბაიდენის განცხადებამ უკვე გამოიწვია პანიკა შეერთებულ შტატებში - ამერიკელებმა კალიუმის იოდიდის აბების მასიურად შეძენა დაიწყეს
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. გარდაცვლილი ამერიკელი პოლიტიკოსის, ჯონ მაკკეინის ქალიშვილმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა მეგან მაკ-კეინმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმის გამო, რომ ის თესავს შიშს თავისი განცხადებებით მოახლოებული „ბირთვული არმაგედონის“ შესახებ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირველად ცივი ომისა და კარიბის ზღვის კრიზისის შემდეგ მსოფლიოს ბირთვული ომი ემუქრება და ამაში რუსეთი დაადანაშაულა.
მაკკეინი ძალიან გაკვირვებული იყო მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ პირველად ცივი ომისა და კარიბის ზღვის კრიზისის შემდეგ, მსოფლიო ბირთვული ომის წინაშე დგას, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„შესანიშნავია. და რა უნდა გააკეთონ ამ შემთხვევაში რიგითმა ამერიკელებმა, ეშმაკმაც დალახვროს?!“ - წერს მაკ-კეინი თავის სტატიაში, რომელიც ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ში გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ბაიდენის განცხადებამ უკვე გამოიწვია პანიკა შეერთებულ შტატებში, რადგან ამერიკელებმა კალიუმის იოდიდის აბების მასიურად შეძენა დაიწყეს.
მაკ-კეინი ამტკიცებს, რომ ახლა თეთრმა სახლმა უნდა ახსნას, თუ რატომ აშინებს პრეზიდენტი ხალხს უმიზეზოდ. მისი თქმით, ბაიდენი უფრო ფრთხილი უნდა იყოს თავის გამონათქვამებში, მისი ადრინდელი პოლიტიკური შეცდომების გათვალისწინებით.
„ბაიდენი ან განზრახ და უმიზეზოდ აშინებს ამერიკას და მთელ მსოფლიოს, ან აკეთებს ამას უნებურად. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ვარიანტი შემზარავია", - შეაჯამა მიმომხილველმა.
სექტემბერში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ დასავლეთმა თავისი ანტირუსული პოლიტიკით ყველა ზღვარს გადააჭარბა და მოსკოვის წინააღმდეგ მუდმივი მუქარა გაიხსენა. მისი თქმით, დასავლეთმა ბირთვული შანტაჟი გამოიყენა.
მან შეახსენა დასავლეთს, რომ რუსეთი ჯობნის უცხოურ სამხედრო აღჭურვილობას მთელ რიგ კომპონენტებში და გააფრთხილა ისინი, ვინც ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, რომ ქარის მიმართულება შესაძლოა მათკენ შეიცვალოს.