https://sputnik-georgia.com/20221008/ass-ukrainasi-mimdinare-konfliqtsi-usualo-monawileobas-ar-miirebs-saxelmwifo-departamenti-271170384.html
აშშ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში უშუალო მონაწილეობას არ მიიღებს: სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში უშუალო მონაწილეობას არ მიიღებს: სახელმწიფო დეპარტამენტი
Sputnik საქართველო
ვაშინგტონი არ მიიღებს უშუალო მონაწილეობას კონფლიქტში, სანამ არ მოხდება პირდაპირი თავდასხმა შეერთებულ შტატებზე ან მოკავშირეებზე. 08.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-08T21:18+0400
2022-10-08T21:18+0400
2022-10-08T21:18+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_629:410:3000:1743_1920x0_80_0_0_049a5aa9a99de18349f0d44b20f8b7db.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. შეერთებული შტატები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობას არ მიიღებს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე.მანამდე, ზელენსკიმ, ავსტრალიის Lowy Institute-ში ვიდეო კავშირით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატომ უნდა განახორციელოს „პრევენციული“ დარტყმები რუსეთის ფედერაციაზე და არ „დაელოდოს რუსეთის ბირთვულ დარტყმებს“. მოგვიანებით, ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განმარტა, რომ ის (ზელენსკი - რედ.) არ მოუწოდებდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ, არამედ გულისხმობდა პრევენციულ სანქციებს.რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ ზელენსკის ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა მოწოდება მსოფლიო ომის დაწყებისკენ, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებიც ფაქტობრივად მართავენ კიევის ქმედებებს.მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანამ ყურადღება უნდა მიაქციოს ზელენსკის სიტყვებს. ზელენსკის განცხადებებმა უკმაყოფილება გაეროშიც გამოიწვია, სადაც ამ განცხადებებზე საპასუხოდ შეახსენეს, რომ ბირთვული კონფლიქტის შესახებ დისკუსიაც კი მიუღებელია.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_554:0:2979:1819_1920x0_80_0_0_7fe9966c3925afdfebc5099d1a2af4b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ , უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში უშუალო მონაწილეობას არ მიიღებს: სახელმწიფო დეპარტამენტი
ვაშინგტონი არ მიიღებს უშუალო მონაწილეობას კონფლიქტში, სანამ არ მოხდება პირდაპირი თავდასხმა შეერთებულ შტატებზე ან მოკავშირეებზე.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. შეერთებული შტატები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობას არ მიიღებს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე.
მანამდე, ზელენსკიმ, ავსტრალიის Lowy Institute-ში ვიდეო კავშირით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატომ უნდა განახორციელოს „პრევენციული“ დარტყმები რუსეთის ფედერაციაზე და არ „დაელოდოს რუსეთის ბირთვულ დარტყმებს“. მოგვიანებით, ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განმარტა, რომ ის (ზელენსკი - რედ.) არ მოუწოდებდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ, არამედ გულისხმობდა პრევენციულ სანქციებს.
„პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ თუ არ იქნება პირდაპირი თავდასხმა შეერთებულ შტატებზე ან ჩვენს მოკავშირეებზე, ჩვენ პირდაპირ არ ჩავერთვებით ამ კონფლიქტში არც ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნით და არც რუსეთის ძალებზე თავდასხმით“, - განაცხადა პატელმა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ ზელენსკის ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა მოწოდება მსოფლიო ომის დაწყებისკენ, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებიც ფაქტობრივად მართავენ კიევის ქმედებებს.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანამ ყურადღება უნდა მიაქციოს ზელენსკის სიტყვებს. ზელენსკის განცხადებებმა უკმაყოფილება გაეროშიც გამოიწვია, სადაც ამ განცხადებებზე საპასუხოდ შეახსენეს, რომ ბირთვული კონფლიქტის შესახებ დისკუსიაც კი მიუღებელია.