https://sputnik-georgia.com/20221007/zurabisvilma-qartveli-mecnierebi-brwyinvalebis-ordenit-daajildova-271132649.html
ზურაბიშვილმა ქართველი მეცნიერები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
ზურაბიშვილმა ქართველი მეცნიერები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
Sputnik საქართველო
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ორბელიანის სასახლეში გაიმართა. 07.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-07T12:23+0400
2022-10-07T12:23+0400
2022-10-07T20:27+0400
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/07/271126878_0:50:2789:1619_1920x0_80_0_0_6624eeb54131a2d84a2af1052b28a4ec.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს ბრწყინვალების ორდენი მიენიჭა (სიკვდილის შემდეგ) ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისა და საზღვარგარეთ ქართული მეცნიერების წარმოჩენისათვის.გიორგი შარვაშიძეს სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა ევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისათვის, გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის, მსოფლიო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი კავშირის გაღრმავებისა და ქართულ და უცხოელ მეცნიერთა შორის სამეცნიერო ურთიერთობის ხელშეწყობისათვის.ზურაბიშვილმა ასევე დააჯილდოვა ფილოსოფიის დოქტორი თამარ დრაგაძე, შუმეროლოგი ნინო სამსონია და საერთაშორისო რანგის ხეთოლოგი ირინე ტატიშვილი.დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/07/271126878_23:0:2754:2048_1920x0_80_0_0_50a0cb88645be792f42c300d1b91dbaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ზურაბიშვილმა ქართველი მეცნიერები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
12:23 07.10.2022 (განახლებულია: 20:27 07.10.2022) დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ორბელიანის სასახლეში გაიმართა.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს ბრწყინვალების ორდენი მიენიჭა (სიკვდილის შემდეგ) ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისა და საზღვარგარეთ ქართული მეცნიერების წარმოჩენისათვის.
გიორგი შარვაშიძეს სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა ევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისათვის, გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის, მსოფლიო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი კავშირის გაღრმავებისა და ქართულ და უცხოელ მეცნიერთა შორის სამეცნიერო ურთიერთობის ხელშეწყობისათვის.
ზურაბიშვილმა ასევე დააჯილდოვა ფილოსოფიის დოქტორი თამარ დრაგაძე, შუმეროლოგი ნინო სამსონია და საერთაშორისო რანგის ხეთოლოგი ირინე ტატიშვილი.
დაჯილდოების ოფიციალური
ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.