https://sputnik-georgia.com/20221007/peterburgshi-dst-qveynebis-liderta-arapormaluri-samiti-gaimarta-271151249.html
სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა არაფორმალური სამიტი გაიმართა
სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა არაფორმალური სამიტი გაიმართა
Sputnik საქართველო
დსთ-ის ლიდერების არაფორმალურ სამიტზე განიხილეს თანამეგობრობის სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები. 07.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-07T21:40+0400
2022-10-07T21:40+0400
2023-07-20T15:55+0400
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/07/271150333_0:297:3111:2047_1920x0_80_0_0_48310637ec47c3236f6174ad7bfbb3f2.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები, დსთ-ის სხვა ქვეყნებს შორის კონფლიქტები მოითხოვს ქმედითი ღონისძიებების შემუშავებას მათ მოსაგვარებლად.ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ასევე უნდა მოხდეს თანამეგობრობის სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.პუტინმა დსთ-ის არაფორმალურ სამიტს უწოდა ასტანაში მომავალ კვირაში დაგეგმილ დსთ-ის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს ყოველწლიურ სხდომამდე მოსაზრებების შეჯერების შესაძლებლობა.ასტანის სამიტზე ყურადღება დაეთმობა სავაჭრო-საინვესტიციო პარტნიორობის განვითარებას და ეკონომიკის სტაბილურობას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.„რა თქმა უნდა, როგორც ამ შეხვედრაზე, ისე ასტანის სამიტზე ჩვენ უმთავრეს ყურადღებას დავუთმობთ დსთ-ის ფარგლებში სავაჭრო-საინვესტიციო პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ გავააქტიუროთ ერთობლივი მუშაობა ჩვენი ეკონომიკების სტაბილურობის ასამაღლებლად“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.„მოხარული ვარ, რომ ამ დარბაზში ვხედავ სახელმწიფოთა ლიდერებს, რომლებიც უამრავი გარემოებებისა და ისტორიული მიზეზების გამო არიან ჩვენი უახლოესი მეგობრები, მოკავშირეები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა და კეთილმეზობლობის, ორმხრივი სარგებლისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების სულისკვეთებით ვილტვით თანამშრომლობის განვითარებისკენ“, – განაცხადა პუტინმა.როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, დსთ-ის ლიდერების ასეთი არაფორმალური შეხვედრები რუსეთის დედაქალაქში კარგ ტრადიციად ყალიბდება და მშვიდ, მეგობრულ ატმოსფეროში ყველაზე აქტუალურ საკითხებზე აზრთა გაზიარების საშუალებას იძლევა.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დსთ-ის სამიტი არაფორმალურ გარემოში იმართება. სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრა ბოლოს 2021 წელს სანქტ-პეტერბურგში შედგა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/07/271150333_162:0:2891:2047_1920x0_80_0_0_749a486bd129161a6a80a2ae3f80b89b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა არაფორმალური სამიტი გაიმართა
21:40 07.10.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) დსთ-ის ლიდერების არაფორმალურ სამიტზე განიხილეს თანამეგობრობის სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები, დსთ-ის სხვა ქვეყნებს შორის კონფლიქტები მოითხოვს ქმედითი ღონისძიებების შემუშავებას მათ მოსაგვარებლად.
„(...) გარდა უკრაინისა, სადაც მართლაც ტრაგიკული მოვლენები ხდება, ხანდახან კონფლიქტები წარმოიქმნება პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ახლო სახელმწიფოებს შორის და ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს ზომების შემუშავებას მათ გადასაჭრელად“, – განაცხადა პუტინმა სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის ლიდერების არაფორმალურ სამიტზე.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ასევე უნდა მოხდეს თანამეგობრობის სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
პუტინმა დსთ-ის არაფორმალურ სამიტს უწოდა ასტანაში მომავალ კვირაში დაგეგმილ დსთ-ის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს ყოველწლიურ სხდომამდე მოსაზრებების შეჯერების შესაძლებლობა.
ასტანის სამიტზე ყურადღება დაეთმობა სავაჭრო-საინვესტიციო პარტნიორობის განვითარებას და ეკონომიკის სტაბილურობას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
„რა თქმა უნდა, როგორც ამ შეხვედრაზე, ისე ასტანის სამიტზე ჩვენ უმთავრეს ყურადღებას დავუთმობთ დსთ-ის ფარგლებში სავაჭრო-საინვესტიციო პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ გავააქტიუროთ ერთობლივი მუშაობა ჩვენი ეკონომიკების სტაბილურობის ასამაღლებლად“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.
როგორც მან აღნიშნა, დსთ-ის ქვეყნებს შორის ურთიერთობები ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება.
„მოხარული ვარ, რომ ამ დარბაზში ვხედავ სახელმწიფოთა ლიდერებს, რომლებიც უამრავი გარემოებებისა და ისტორიული მიზეზების გამო არიან ჩვენი უახლოესი მეგობრები, მოკავშირეები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა და კეთილმეზობლობის, ორმხრივი სარგებლისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების სულისკვეთებით ვილტვით თანამშრომლობის განვითარებისკენ“, – განაცხადა პუტინმა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, დსთ-ის ლიდერების ასეთი არაფორმალური შეხვედრები რუსეთის დედაქალაქში კარგ ტრადიციად ყალიბდება და მშვიდ, მეგობრულ ატმოსფეროში ყველაზე აქტუალურ საკითხებზე აზრთა გაზიარების საშუალებას იძლევა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დსთ-ის სამიტი არაფორმალურ გარემოში იმართება. სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრა ბოლოს 2021 წელს სანქტ-პეტერბურგში შედგა.