https://sputnik-georgia.com/20221007/opec-blinkeni-271131033.html
ვაშინგტონი OPEC+-ს პასუხს უმზადებს: ბლინკენის განცხადება
ვაშინგტონი OPEC+-ს პასუხს უმზადებს: ბლინკენის განცხადება
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. შეერთებული შტატები აანალიზებს პასუხის ვარიანტებს საუდის არაბეთის მიმართ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც... 07.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-07T10:47+0400
2022-10-07T10:47+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
opec
ეკონომიკა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268766555_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_458a994d740be7d539ebc50b251bc3be.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. შეერთებული შტატები აანალიზებს პასუხის ვარიანტებს საუდის არაბეთის მიმართ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ნავთობექსპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაცია OPEC+-მა მიიღო ნავთობის სადღეღამისო მოპოვების შემცირების თაობაზე, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.მისი თქმით, ერ-რიადთან შემდგომი ურთიერთობის შესახებ უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები.ამასთან, ბლინკენს არ დაუკონკრეტებია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ვაშინგტონი ნავთობმოპოვების შემცირებაზე პასუხად, თუმცა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი არასდროს გააკეთებს იმას, რაც შეერთებული შტატების ინტერესებს ავნებს.მანამდე, 5 ოქტომბერს OPEC+-ის ქვეყნები ნავთობის სადღეღამისო მოპოვების 2 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამასთან საუდის არაბეთისა და რუსეთის კვოტები 500–500 ათასი ბარელით დაიწევს. ვაშინგტონმა „ოპეკის“ გადაწყვეტილებას „მცდარი“ უწოდა და ორგანიზაციას რუსეთთან სოლიდარობის გამო უსაყვედურა. OPEC+-ის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში შედის ძალაში, ნავთობის მსოფლიო ფასებმა უკვე აიწია და ერთ ბარელზე 93 დოლარს გადასცდა. ექსპერტების აზრით, უახლოეს თვეებში ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268766555_50:0:1473:1067_1920x0_80_0_0_654050d774a213bde31190cfc2d35f8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , opec, ეკონომიკა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , opec, ეკონომიკა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ვაშინგტონი OPEC+-ს პასუხს უმზადებს: ბლინკენის განცხადება
10:47 07.10.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. შეერთებული შტატები აანალიზებს პასუხის ვარიანტებს საუდის არაბეთის მიმართ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ნავთობექსპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაცია OPEC+-მა მიიღო ნავთობის სადღეღამისო მოპოვების შემცირების თაობაზე, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
მისი თქმით, ერ-რიადთან შემდგომი ურთიერთობის შესახებ უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები.
„რაც შეეხება [ერ-რიადთან] სამომავლო ურთიერთობებს, ჩვენ პასუხის სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ და კონსულტაციებს ვმართავთ კონგრესთან“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან, ბლინკენს არ დაუკონკრეტებია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ვაშინგტონი ნავთობმოპოვების შემცირებაზე პასუხად, თუმცა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი არასდროს გააკეთებს იმას, რაც შეერთებული შტატების ინტერესებს ავნებს.
მანამდე, 5 ოქტომბერს OPEC+-ის ქვეყნები ნავთობის სადღეღამისო მოპოვების 2 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამასთან საუდის არაბეთისა და რუსეთის კვოტები 500–500 ათასი ბარელით დაიწევს. ვაშინგტონმა „ოპეკის“ გადაწყვეტილებას „მცდარი“ უწოდა და ორგანიზაციას რუსეთთან სოლიდარობის გამო უსაყვედურა. OPEC+-ის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში შედის ძალაში, ნავთობის მსოფლიო ფასებმა უკვე აიწია და ერთ ბარელზე 93 დოლარს გადასცდა. ექსპერტების აზრით, უახლოეს თვეებში ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს.