მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანელმა ექსპერტებმა მაჰსა ამინის გარდაცვალების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნეს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. ირანელმა სასამართლო ექსპერტებმა მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნეს, რომლის სიკვდილსაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები და მასშტაბური არეულობები მოჰყვა, იტყობინება სააგენტო Tasnim.
დასკვნის თანახმად, მაჰსა ამინის 2006 წელს სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა კრანიოფარინგიომაზე (ტვინში კეთილთვისებიანი სიმსივნე), რის შემდეგაც ის დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის პოსტოპერაციული დარღვევის გამო. გარდა ამისა, ამინი არითმიითა და ჰიპოტენზიით (დაბალი არტერიული წნევა) იყო დაავადებული.
როგორც ექსპერტები ასკვნიან, როდესაც მაჰსა ამინი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, გამომდინარე არსებული დაავადებებიდან, მოულოდნელად გონება დაკარგა და მიწაზე დაეცა. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, რეანიმაციაში გადაყვანილ ქალს სამი დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ დაეტყო. საბოლოოდ ის ცერებრალური ჰიპოქსიით გამოწვეული პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა.
როგორც დასკვნის ბოლოსაა ნათქვამი, მაჰსა ამინის სიკვდილი თავში დარტყმით არ ყოფილა გამოწვეული.
22 წლის მაჰსა ამინი ირანის ზნეობისა და მორალის პოლიციამ 13 სექტემბერს დააკავა თეირანში ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო და ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანა ახსნა-განმარტებითი საუბრისთვის. სამი დღის შემდეგ, 16 სექტემბერს გოგონა გარდაიცვალა. უფლებადამცველებმა და მოსახლეობამ მის სიკვდილში პოლიცია დაადანაშაულა და ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები წამოიწყო, რაც დღემდე გრძელდება.
ორგანიზაცია Iran Human Rights-ის ბოლო მონაცემებით, ძალოვანებთან შეტაკებებში დაღუპულია მინიმუმ 133 ადამიანი. აქედან 92 კაცი – მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებული აქციებისას, ხოლო კიდევ 41 ქალაქ ზაჰედანში მოწყობილ „სისხლიან პარასკევს“ შეეწირა. იქ მოსახლეობა მიტინგებზე მეზობელი ქალაქი ჩეჰბეჰარის პოლიციის შეფის მიერ 15 წლის გოგონას გაუპატიურების გამო გავიდა, პოლიციამ კი მათ ცეცხლი გაუხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0