ლავროვმა ზელენსკის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

© MFA of the Russia / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. უკრაინა ქმნის რისკებს, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას უკავშირდება, ამას მოწმობს ზელენსკის განცხადება ნატოს მიერ რუსეთზე „პრევენციული დარტყმის“ შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ავუაროთ გვერდი დისკუსიებს ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თემაზე, რომლებიც ბოლო დროს მუდმივად იმატებს. განსაკუთრებით არ შეგვიძლია უხმოდ ავუაროთ გვერდი კიევის რეჟიმის უგუნურ ქმედებებს, რომლებიც სხვადასხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების რისკების შექმნისკენაა მიმართული“, − განაცხადა მან.

ლავროვის თქმით, ზელენსკიმ, რომელმაც „თავის დასავლელ პატრონებს მოუწოდა, მიაყენონ პრევენციული ბირთვული დარტყმა რუსეთს“, მსოფლიოს კიევის მუქარების მორიგი მტკიცებულება წარუდგინა, რომელთა „ნეიტრალიზაციის მიზნითაც დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“.
ამასთან რუსი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ზელენსკის მცდელობა, დაამტკიცოს, თითქოს სულ სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, „სასაცილოა, ვინაიდან ჯერ კიდევ იანვარში აცხადებდა, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის ფლობისკენ ისწრაფვის“.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის ლოუის ინსტიტუტში ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ ნატო მოსკოვის ბირთვული მუქარის განხორციელებას კი არ უნდა დაელოდოს, არამედ პრევენციული დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთს. მოგვიანებით ზელენსკის პრეს-მდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განმარტა, რომ „პრეზიდენტს 24 თებერვლამდე პერიოდი ჰქონდა მხედველობაში. პრევენციული ზომები მაშინ უნდა გამოყენებულიყო, რათა რუსეთს ომის დაწყება ვერ მოეხერხებინა“.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით მანამდე განაცხადა, რომ მისი სიტყვები სხვა არაფერია, თუ არა მოწოდება მსოფლიო ომის დაწყებისკენ, რაზეც პასუხისმგებლობა შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა უნდა აიღონ, რომლებიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობენ კიევის ქმედებებს.
ყველა ახალი ამბავი
0