https://sputnik-georgia.com/20221007/botanikuri-bari-puris-festivals-umaspinzlebs-271144822.html
ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს" უმასპინძლებს
ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს" უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
„პურის ფესტივალზე" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა სახეობის ქართული პური დააგემოვნონ. 07.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-07T17:59+0400
2022-10-07T17:59+0400
2022-10-07T22:52+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/64/236826458_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_3f8472ae8247c1382fbd73f906868dd0.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ბოტანიკურ ბაღში 8-9 ოქტომბერს „პურის ფესტივალი" გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.ფესტივალი 12 საათზე თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნება, სადაც პურის ცხობის ძველი ტრადიციები გაცოცხლდება, მუსიკალურ ფონს კი ქართული ფოლკოლური ანსამბლი შექმნის. ღონისძება 18:00 საათამდე გაგრძელდება.დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ შემეცნებით ილუსტრაციას იხილავს. ასევე გამოიფინება ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებია ასახული.სამცხე-ჯავახეთი პურის ფესტივალს უმასპინძლებს>>„პურის ფესტივალზე" დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა სახეობის ქართული პური დააგემოვნოს და თემატურ გათამაშებებში ჩაერთოს. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს გიორგი ცხადაძის ბენდი.„პურის ფესტივალი" საქართველოში წელს მესამედ იმართება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/64/236826458_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_69a21f5449e58972d2015ac59c28d594.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კულტურა საქართველოში
ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს" უმასპინძლებს
17:59 07.10.2022 (განახლებულია: 22:52 07.10.2022) „პურის ფესტივალზე" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა სახეობის ქართული პური დააგემოვნონ.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ბოტანიკურ ბაღში 8-9 ოქტომბერს „პურის ფესტივალი" გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.
ფესტივალი 12 საათზე თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნება, სადაც პურის ცხობის ძველი ტრადიციები გაცოცხლდება, მუსიკალურ ფონს კი ქართული ფოლკოლური ანსამბლი შექმნის. ღონისძება 18:00 საათამდე გაგრძელდება.
დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ შემეცნებით ილუსტრაციას იხილავს. ასევე გამოიფინება ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებია ასახული.
„პურის ფესტივალზე" დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა სახეობის ქართული პური დააგემოვნოს და თემატურ გათამაშებებში ჩაერთოს.
ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს გიორგი ცხადაძის ბენდი.
„პურის ფესტივალი" საქართველოში წელს მესამედ იმართება.