https://sputnik-georgia.com/20221007/analitika-dasavleti-ruseti-271135599.html
მოსაზრება: დასავლეთმა საუდის არაბეთს რუსეთისკენ უბიძგა
მოსაზრება: დასავლეთმა საუდის არაბეთს რუსეთისკენ უბიძგა
Sputnik საქართველო
სერგეი სავჩუკი 07.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-07T12:52+0400
2022-10-07T12:52+0400
2022-10-07T20:40+0400
ანალიტიკა
opec
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/03/270050240_0:0:3369:1896_1920x0_80_0_0_6693c16aca743526b4d909d0f7ead473.jpg
სერგეი სავჩუკივიდრე რუსეთის მოსახლეობა თვალს ადევნებდა ქვეყნის შემადგენლობაში ოთხი ახალი რეგიონის მიერთებას, ამავე ქვეყანამ მოასწრო მეტად მნიშვნელოვანი გარიგების დადება საზღვარგარეთ. როგორც გაირკვა, OPEC+-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების შემცირებაზე 2 მილიონი ბარელით.გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ, როგორც წყაროები იტყობინებიან, აღნიშნულ წინადადებას კარტელის ყველა მონაწილემ დაუჭირა მხარი.ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია შეიქმნა 1960 წლის სექტემბერში ბაღდადის კონფერენციის შედეგად. თავდაპირველად შეთანხმებას ხელს აწერდა მხოლოდ ხუთი ქვეყანა, რომელთა შორის, სპარსეთის ყურის ქვეყნების გარდა, იყო ვენესუელა. ამჟამად OPEC გაფართოებულია და 30 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. ვენესუელის გარდა, ორგანიზაციის წევრები არიან ალჟირი, ანგოლა, გაბონი, ერაყი, ირანი, კონგო, კუვეიტი, ლიბია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ნიგერია, საუდის არაბეთი და ეკვატორული გვინეა.დროთა განმავლობაში ნავთობის საბადოებს პოულობდნენ ახალ რეგიონებში, იზრდებოდა მოპოვება სხვა სახელმწიფოებშიც. წარმოების მოცულობით მსოფლიო ლიდერების სამეულში მოექცა რუსეთიც.მიმდინარე საუკუნის პირველ ათწლეულში ნათელი გახდა, რომ OPEC მარტო ვეღარ მოქმედებდა მსოფლიო ბაზარზე და ის ქვეყნებიც, რომლებიც კარტელში არ შედიოდნენ, სულ უფრო მეტ კონკურენციას უწევდნენ ორგანიზაციას. ამიტომ 2016 წელს მოიფიქრეს და ხორცი შეასხეს ფორმატს OPEC+, ანუ კიდევ ათი ქვეყნის მოზიდვას. აღსანიშნავია, რომ ახალი ორგანიზაცია არაოფიციალური ხასიათისაა და მისი წევრები არიან რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ბრუნეი, მალაიზია, მექსიკა, ომანი, სუდანი და სამხრეთ სუდანი.ნავთობის „უხუცესებმა“ გადაწყვიტეს „ახალგაზრდობასთან“ თანამშრომლობა არა გულუხვობის გამო, არამედ იძულებით. OPEC+-ის ფორმირებისას ათი ახალი ქვეყანა ფიზიკურად აკონტროლებდა ნავთობის მსოფლიო ექსპორტის ნახევარზე მეტს, ხოლო ათი ახალი მონაწილის შავი ოქროს დადასტურებული მარაგი დედამიწის მთელი მარაგის 90%-ს აჭარბებდა.ბოლო მონაცემებით, OPEC-ის ქვეყნები მოიპოვებენ დღეში 28 მლნ ბარელს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მსოფლიოში ნავთობის მოპოვების 30 პროცენტია, რთული არ იქნება იმის გამოცნობა, რომ დანარჩენი ქვეყნების წილზე დღეში 93 მილიონი ბარელი მოდის.ნავთობის კარტელი გაფართოებული შემადგენლობით იკრიბება ბაზრისთვის რთულ პერიოდებში, ან დიდი ცვლილებების მოლოდინში. როგორც წესი, OPEC+-ის სხდომების სტანდარტული და საკვანძო საკითხი არის მოპოვების გაზრდა ან შემცირება, რაც მიზნად ისახავს ფასების ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენას, საჭიროებისამებრ, კოტირებების გაზრდას ან შემცირებას.დაკვირვებული მკითხველი ყურადღებას მიაქცევდა, რომ ტექსტში არსადაა ნახსენები აშშ, რომელიც დღეს ნავთობის მოპოვების მოცულობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ყოველდღიურად ამერიკელი მენავთობეები საშუალოდ 13-14 მილიონ ბარელს მოიპოვებენ. აშშ არ შედის მსოფლიოს მენავთობეების ოფიციალურ კლუბში, რითაც ხაზს უსვამს თავის განსაკუთრებულობას და განკერძოებულობას. სწორედ ამ მიზეზით წერს მსოფლიო პრესა იმის შესახებ, რომ მორიგი ვაშინგტონელი პოლიტიკოსი გაემგზავრა საქმიანი ვიზიტით ერ-რიადში.ანალიტიკოსების პროგნოზით, დღეში ნავთობის მოპოვების 2 მილიონი ბარელით შემცირება გამოიწვევს ნავთობის გაძვირებას. მოსალოდნელია, რომ ფიუჩერსის ფასი ერთ კასრზე 100 დოლარს გადააჭარბებს, რაც მეტად არახელსაყრელია ჯო ბაიდენისა და მისი გუნდისთვის. პრაქტიკულად ერთ თვეში ხომ აშშ-ში შუალედური არჩევნებია და დემოკრატები ამჟამად მეტად რთულ მდგომარეობაში არიან.უნდა ითქვას, რომ დემოკრატიულმა პარტიამ მოახერხა თავისი კატასტროფული, ზაფხულის რეიტინგების გამოსწორება. ეს მოხერხდა ბენზინისა და დიზელის ფასების მცირედით შემცირების ხარჯზე, რასაც სტრატეგიული მარაგების გახსნით მიაღწია.მაგრამ მსოფლიოში ფასების მატება არ შეიძლება არ აისახოს ამერიკის შიდა ბაზარზე, რაც ავტომობილების საწვავის გაძვირებას გამოიწვევს, ეს კი, თავის მხრივ, ყველა კატეგორიის პროდუქტს გააძვირებს – პურით დაწყებული, ელექტროობით დამთავრებული.ერთი თვის წინ, ანუ როდესაც რუსული ნავთობის წინააღმდეგ ყველა შესაძლო სანქცია დააწესეს, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთს ეწვია. ვიზიტის მიზანი თავიდანვე ნათელი იყო – დაეთანხმებინა ერ-რიადი ნავთობის მოპოვების გაზრდაზე. ვიზიტი ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან მასპინძლებმა ბაიდენს თავაზიანი უარი უთხრეს.რამდენიმე კვირის შემდეგ კიდევ ერთი სკანდალი მოხდა, რომელმაც საბოლოოდ დაასამარა ვაშინგტონის იმედები ახლოაღმოსავლელი შეიხების მხრიდან დახმარებისა. დიდმა ბრიტანეთმა, სადაც მაშინ დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია იმართებოდა, ოფიციალურად აცნობა საუდის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს, რომ ის არასასურველი ფიგურა იყო.უკვე მაშინ ატყდა მითქმა-მოთქმა მასმედიაში, რომ დასავლეთმა ფაქტობრივად უბიძგა საუდის არაბეთს რუსეთისკენ. აჯობებდა ბრიტანელებს, რომლებიც გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ჩრდილოეთის ზღვის შელფზე მარაგების სტრუქტურის გამო ტოტალურად არიან დამოკიდებული ნახშირწყალბადების იმპორტზე, წინასწარ შეეფასებინათ დემარშის შედეგები, მაგრამ, როგორც ჩანს, მოკავშირის ვალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ან ლონდონს უბრალოდ არ დაუტოვეს არჩევანი.როგორც არ უნდა იყოს, მოხდა სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად არ უნდოდათ ვაშინგტონში. ნავთობის მოპოვება გაურკვეველი ვადით შემცირდება, რაც გამოიწვევს არა მხოლოდ ფასების გაზრდას აშშ-ში, არამედ გამორიცხავს რუსეთის ფინანსურად მოხრჩობის შესაძლებლობას, რომელიც უკვე აქტიურად მუშაობს თავისი შავი ოქროს გასაყიდად ახალი მარშრუტების გაყვანაზე. მარტივად რომ ვთქვათ, მოსკოვს ფული არ გამოელევა და არც „დამშეულთა ამბოხია“ მოსალოდნელი.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/03/270050240_638:0:3369:2048_1920x0_80_0_0_cdf8b527ce3a1aca58e0f52946971cca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, opec
ვიდრე რუსეთის მოსახლეობა თვალს ადევნებდა ქვეყნის შემადგენლობაში ოთხი ახალი რეგიონის მიერთებას, ამავე ქვეყანამ მოასწრო მეტად მნიშვნელოვანი გარიგების დადება საზღვარგარეთ. როგორც გაირკვა, OPEC+-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების შემცირებაზე 2 მილიონი ბარელით.
გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ, როგორც წყაროები იტყობინებიან, აღნიშნულ წინადადებას კარტელის ყველა მონაწილემ დაუჭირა მხარი.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია შეიქმნა 1960 წლის სექტემბერში ბაღდადის კონფერენციის შედეგად. თავდაპირველად შეთანხმებას ხელს აწერდა მხოლოდ ხუთი ქვეყანა, რომელთა შორის, სპარსეთის ყურის ქვეყნების გარდა, იყო ვენესუელა. ამჟამად OPEC გაფართოებულია და 30 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. ვენესუელის გარდა, ორგანიზაციის წევრები არიან ალჟირი, ანგოლა, გაბონი, ერაყი, ირანი, კონგო, კუვეიტი, ლიბია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ნიგერია, საუდის არაბეთი და ეკვატორული გვინეა.
დროთა განმავლობაში ნავთობის საბადოებს პოულობდნენ ახალ რეგიონებში, იზრდებოდა მოპოვება სხვა სახელმწიფოებშიც. წარმოების მოცულობით მსოფლიო ლიდერების სამეულში მოექცა რუსეთიც.
მიმდინარე საუკუნის პირველ ათწლეულში ნათელი გახდა, რომ OPEC მარტო ვეღარ მოქმედებდა მსოფლიო ბაზარზე და ის ქვეყნებიც, რომლებიც კარტელში არ შედიოდნენ, სულ უფრო მეტ კონკურენციას უწევდნენ ორგანიზაციას. ამიტომ 2016 წელს მოიფიქრეს და ხორცი შეასხეს ფორმატს OPEC+, ანუ კიდევ ათი ქვეყნის მოზიდვას. აღსანიშნავია, რომ ახალი ორგანიზაცია არაოფიციალური ხასიათისაა და მისი წევრები არიან რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ბრუნეი, მალაიზია, მექსიკა, ომანი, სუდანი და სამხრეთ სუდანი.
ნავთობის „უხუცესებმა“ გადაწყვიტეს „ახალგაზრდობასთან“ თანამშრომლობა არა გულუხვობის გამო, არამედ იძულებით. OPEC+-ის ფორმირებისას ათი ახალი ქვეყანა ფიზიკურად აკონტროლებდა ნავთობის მსოფლიო ექსპორტის ნახევარზე მეტს, ხოლო ათი ახალი მონაწილის შავი ოქროს დადასტურებული მარაგი დედამიწის მთელი მარაგის 90%-ს აჭარბებდა.
ბოლო მონაცემებით, OPEC-ის ქვეყნები მოიპოვებენ დღეში 28 მლნ ბარელს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მსოფლიოში ნავთობის მოპოვების 30 პროცენტია, რთული არ იქნება იმის გამოცნობა, რომ დანარჩენი ქვეყნების წილზე დღეში 93 მილიონი ბარელი მოდის.
ნავთობის კარტელი გაფართოებული შემადგენლობით იკრიბება ბაზრისთვის რთულ პერიოდებში, ან დიდი ცვლილებების მოლოდინში. როგორც წესი, OPEC+-ის სხდომების სტანდარტული და საკვანძო საკითხი არის მოპოვების გაზრდა ან შემცირება, რაც მიზნად ისახავს ფასების ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენას, საჭიროებისამებრ, კოტირებების გაზრდას ან შემცირებას.
დაკვირვებული მკითხველი ყურადღებას მიაქცევდა, რომ ტექსტში არსადაა ნახსენები აშშ, რომელიც დღეს ნავთობის მოპოვების მოცულობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ყოველდღიურად ამერიკელი მენავთობეები საშუალოდ 13-14 მილიონ ბარელს მოიპოვებენ. აშშ არ შედის მსოფლიოს მენავთობეების ოფიციალურ კლუბში, რითაც ხაზს უსვამს თავის განსაკუთრებულობას და განკერძოებულობას. სწორედ ამ მიზეზით წერს მსოფლიო პრესა იმის შესახებ, რომ მორიგი ვაშინგტონელი პოლიტიკოსი გაემგზავრა საქმიანი ვიზიტით ერ-რიადში.
ანალიტიკოსების პროგნოზით, დღეში ნავთობის მოპოვების 2 მილიონი ბარელით შემცირება გამოიწვევს ნავთობის გაძვირებას. მოსალოდნელია, რომ ფიუჩერსის ფასი ერთ კასრზე 100 დოლარს გადააჭარბებს, რაც მეტად არახელსაყრელია ჯო ბაიდენისა და მისი გუნდისთვის. პრაქტიკულად ერთ თვეში ხომ აშშ-ში შუალედური არჩევნებია და დემოკრატები ამჟამად მეტად რთულ მდგომარეობაში არიან.
უნდა ითქვას, რომ დემოკრატიულმა პარტიამ მოახერხა თავისი კატასტროფული, ზაფხულის რეიტინგების გამოსწორება. ეს მოხერხდა ბენზინისა და დიზელის ფასების მცირედით შემცირების ხარჯზე, რასაც სტრატეგიული მარაგების გახსნით მიაღწია.
მაგრამ მსოფლიოში ფასების მატება არ შეიძლება არ აისახოს ამერიკის შიდა ბაზარზე, რაც ავტომობილების საწვავის გაძვირებას გამოიწვევს, ეს კი, თავის მხრივ, ყველა კატეგორიის პროდუქტს გააძვირებს – პურით დაწყებული, ელექტროობით დამთავრებული.
ერთი თვის წინ, ანუ როდესაც რუსული ნავთობის წინააღმდეგ ყველა შესაძლო სანქცია დააწესეს, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთს ეწვია. ვიზიტის მიზანი თავიდანვე ნათელი იყო – დაეთანხმებინა ერ-რიადი ნავთობის მოპოვების გაზრდაზე. ვიზიტი ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან მასპინძლებმა ბაიდენს თავაზიანი უარი უთხრეს.
რამდენიმე კვირის შემდეგ კიდევ ერთი სკანდალი მოხდა, რომელმაც საბოლოოდ დაასამარა ვაშინგტონის იმედები ახლოაღმოსავლელი შეიხების მხრიდან დახმარებისა. დიდმა ბრიტანეთმა, სადაც მაშინ დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია იმართებოდა, ოფიციალურად აცნობა საუდის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს, რომ ის არასასურველი ფიგურა იყო.
უკვე მაშინ ატყდა მითქმა-მოთქმა მასმედიაში, რომ დასავლეთმა ფაქტობრივად უბიძგა საუდის არაბეთს რუსეთისკენ. აჯობებდა ბრიტანელებს, რომლებიც გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ჩრდილოეთის ზღვის შელფზე მარაგების სტრუქტურის გამო ტოტალურად არიან დამოკიდებული ნახშირწყალბადების იმპორტზე, წინასწარ შეეფასებინათ დემარშის შედეგები, მაგრამ, როგორც ჩანს, მოკავშირის ვალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ან ლონდონს უბრალოდ არ დაუტოვეს არჩევანი.
როგორც არ უნდა იყოს, მოხდა სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად არ უნდოდათ ვაშინგტონში. ნავთობის მოპოვება გაურკვეველი ვადით შემცირდება, რაც გამოიწვევს არა მხოლოდ ფასების გაზრდას აშშ-ში, არამედ გამორიცხავს რუსეთის ფინანსურად მოხრჩობის შესაძლებლობას, რომელიც უკვე აქტიურად მუშაობს თავისი შავი ოქროს გასაყიდად ახალი მარშრუტების გაყვანაზე. მარტივად რომ ვთქვათ, მოსკოვს ფული არ გამოელევა და არც „დამშეულთა ამბოხია“ მოსალოდნელი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე