ილჰამ ალიევი ბაქო-თბილისი-ერევნის პლატფორმის შექმნაზე

© Tbilisi City Hallილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
მხარეები შეძლებენ ენერგეტიკის, კომუნიკაციისა და სხვა პრობლემური საკითხების განხილვას, მიიჩნევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაზე (თემაზე „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე") განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში.
როგორც აზერბაიჯანის ლიდერის პრეს-სამსახური იუწყება, ალიევმა დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანია „აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი პლატფორმის შექმნა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში".

„მან განაცხადა, რომ აქვე შეიძლება ენერგეტიკის, კომუნიკაციისა და სხვა პრობლემების განხილვა, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს", – ნათქვამია განცხადებაში.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მოგვარების პროცესს, და რომ ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესები აზერბაიჯანსა და სომხეთს და თურქეთსა და სომხეთს შორის ერთმანეთს ავსებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ალიევის სიტყვების კომენტარისას განაცხადა, რომ თბილისი მზადაა იყოს ადგილი, სადაც მეზობლებს შეუძლიათ მშვიდი და მშვიდობიანი დიალოგი, რათა მოლაპარაკებებიდან კონკრეტული შედეგები მიიღონ.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისთვის შუამავლის ფუნქცია იტვირთოს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0