https://sputnik-georgia.com/20221006/ziudo-chxvimiani-chempionats-gamoetisha-271100199.html
ძიუდო: ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
ძიუდო: ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
Sputnik საქართველო
საქართველოს ძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 11 სპორტსმენით წარდგა – ნაკრებში ცხრა ვაჟი და ორი ქალია. 06.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-06T16:21+0400
2022-10-06T16:21+0400
2022-10-06T20:43+0400
საქართველო
სპორტი
უზბეკეთი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24023/54/240235462_0:99:2701:1618_1920x0_80_0_0_381fc5ba8260c768e600ea0c9d31dd17.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების წევრი ძიუდოში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა ისრაელის სპორტსმენ იამ ვოლჩაკთან მარცხის შემდეგ.უზბეკეთის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს აიღო. მასში 85 ქვეყნის 577 სპორტსმენი (311 მამაკაცი და 266 ქალი) მონაწილეობს.ქართველი ძიუდოისტი მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და დამატებით დროში იპონით დამარცხდა.დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდება მედლები 60 კგ (ვაჟები) და 48 კგ (ქალები) წონით კატეგორიაში.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:ვაჟები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ)ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).ტურნირის განრიგი:2021 წლის მსოფლიოს პირველობა ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო. ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს ბრინჯაოს მედლები ერგოთ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24023/54/240235462_0:0:2157:1618_1920x0_80_0_0_62eb899ba597d2cc6e4f1caeeb0393b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, უზბეკეთი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, უზბეკეთი, ახალი ამბები, საზოგადოება
ძიუდო: ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
16:21 06.10.2022 (განახლებულია: 20:43 06.10.2022) საქართველოს ძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 11 სპორტსმენით წარდგა – ნაკრებში ცხრა ვაჟი და ორი ქალია.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების წევრი ძიუდოში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა ისრაელის სპორტსმენ იამ ვოლჩაკთან მარცხის შემდეგ.
უზბეკეთის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს აიღო. მასში 85 ქვეყნის 577 სპორტსმენი (311 მამაკაცი და 266 ქალი) მონაწილეობს.
ქართველი ძიუდოისტი მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და დამატებით დროში იპონით დამარცხდა.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდება მედლები 60 კგ (ვაჟები) და 48 კგ (ქალები) წონით კატეგორიაში.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ვაჟები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ)
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).
6 ოქტომბერი: -48 კგ, -60 კგ
7 ოქტომბერი: -52 კგ, -66 კგ
8 ოქტომბერი: -57 კგ, -73 კგ
9 ოქტომბერი: -63 კგ, -81 კგ
10 ოქტომბერი: -70 კგ, -90 კგ
11 ოქტომბერი: -78 კგ, -100 კგ
12 ოქტომბერი: +78 კგ, +100 კგ
13 ოქტომბერი: გუნდური ჩემპიონატი.
2021 წლის მსოფლიოს პირველობა ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო. ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს ბრინჯაოს მედლები ერგოთ.