საქართველოში ტურისტების რიცხვი რუსეთიდან 5,5-ჯერ გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
საქართველოში უმეტესად სახმელეთო საზღვრების გავლით შემოდიან.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს 2022 წლის იანვარი–სექტემბერში რუსეთის 780,3 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2021 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემზე 449,7%-ით მეტია და 35,3%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველომ წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში მიიღო 3,9 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 199,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 46,2%-ით ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 2,7 მლნ, რაც 147,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარი–სექტემბერში. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 67,8%-ით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები. მხოლოდ სექტემბერში ქვეყანას ეწვია 163,2 ათასი მოქალაქე რუსეთიდან, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 392,4%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდზე – 10,7%-ით ნაკლები.
ქვეყნების ტოპ-5 საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით. 2022 წლის იანვარი-სექტემბერი

ქვეყანა

ვიზიტების რაოდენობა, ათასი

ზრდა,%

რუსეთი

780,3

449,7

თურქეთი

543,5

141,0

სომხეთი

521,7

385,6

ისრაელი

155,4

137,7

უკრაინა

127,7

11,5

ასევე გაიზარდა ქართული დიასპორის წარმომადგენელთა ვიზიტების რაოდენობა. იანვარი–სექტემბერში მათ ისტორიულ სამშობლოში განახორციელეს 216,9 ათასი ვიზიტი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით ორჯერ მეტია.
ეკონომიკის სამინისტრომ ტურიზმის და ავიაციის განვითარების 2022 წლის ანგარიში წარმოადგინა>>
ტურისტების ძირითადი ნაწილი – 64,3% საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდა (ლიდერობს საკონტროლო-გამშვები პუნქტი "სარფი"). მეორე ადგილზეა საჰაერო გზა – 34,7% (ლიდერობს თბილისის აეროპორტი).
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0