თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© courtesy of Telasiელექტროგადამცემი ხაზის სარემონტო სამუშაოები
ელექტროგადამცემი ხაზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 ოქტომბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის IIრიგის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სამგორის, ოსიპ მანდელშტამის, ალექსანდრე წულუკიძის, დოლაბაურის, იორის, პატარძეულის, უჯარმის, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, ჭრელაშვილის, კაჭარავას, ეთერ კაკულიას, მხარგრძელის, ხომლელის, ჯავახეთის, შანდორ პეტეფის, 17 შინდისელი გმირის, უძოს და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 „დ“ ქუჩის, ვარკეთილი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, X კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილის მასივის X კვარტლის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამხედრო დასახელბის (ნაწილობრვი), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ), თრიალეთის, შუამთის, ჯავახეთის, აბაშვილის, კალოუბნის, კახეთის, საცხენისის და ელდარის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, ილია აბულაძის, მიცკევიჩის, საბურთალოს, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, სანერგის, სვანეთის, ცინცაძის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, იმერეთის, კოხრეიძის, რიონჰესის, გიორგი სააკაძის, დიდი-ჯიხაიშის, ლეჩხუმის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, ხათუნა ჭიჭინაძის და ხევის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ბეთლემის, კოტე აფხაზის, შოთა ნიშნიანიძის, ორბელიანის, სამღებროს, შარდენის, ჰოვანეს თუმანიანის და ორპირის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0