თავდასხმა მერიაზე: მოკლულია მერი და კიდევ 17 ადამიანი - ვიდეო
12:19 06.10.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023)
© AP Photo / Eric Gay
© AP Photo / Eric Gay
გამოწერა
თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. მექსიკის გერეროს შტატის ქალაქ სან-მიგელ-ტოტოლაპანის მუნიციპალიტეტზე თავდასხმას ქალაქის მერი და კიდევ 17 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება BBC.
პოლიციის მონაცემებით, შეიარაღებული ადამიანები რატუშაში შეიჭრნენ და მერი კონრადო მენდოსი, ასევე პოლიციელები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დახოცეს. გარდა ამისა, დაჭრილია სამი ადამიანი.
Mexican #Mayor among 18 dead in mass #shooting
— Himanshu dixit 💙 (@HimanshuDixitt) October 6, 2022
Gunmen linked to organized crime have opened fire at city hall and a nearby home in San Miguel #Totolapan in southwest #Mexico pic.twitter.com/ZpQGGSNnFw
აღინიშნება, რომ შეტევას წინ მერის სახლზე თავდასხმა უძღოდა, რა დროსაც მენდოსის მამა, წარსულში ასევე ქალაქის თავი ხუან მენდოს აკოსტა მოკლეს.
თავდასხმაში კრიმინალურ დაჯგუფება Los Tequileros-ს ადანაშაულებენ, რომელიც გავლენიან ნარკოკარტელთანაა დაკავშირებული.
Mexico Firing- Gunmen open fire at San Miguel Totolapan City Hall in southwest #Mexico, killing at least 10 people, including mayor of San Miguel #Totolapan city.#Shooting #Mayor pic.twitter.com/45G6cWqjes
— Chaudhary Parvez (@ChaudharyParvez) October 6, 2022
როგორც BBC წერს, ქვეყანაში სხვადასხვა კრიმინალურ ბანდებს შორის კვლავაც მიმდინარეობს ბრძოლა ნარკოვაჭრობისთვის ხელსაყრელი და მომგებიანი მარშრუტების ხელში ჩასაგდებად.
ამასთან, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე „ლოს ტეკილეროსის“ წევრებმა სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ რეგიონში დაბრუნდნენ, სადაც ისინი კონკურენტ ნარკობანდასთან აწარმოებდნენ ბრძოლას.
არსებული ინფორმაციით, ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება გერეროში 2015-2017 წლებში მოქმედებდა, სანამ მისი ლიდერი რაიბელ ხაკობო დე ალმონტე არ მოკლეს.
დე ალმონტე ელ ტეკილეროს მეტსახელით იყო ცნობილი, ვინაიდან ძალიან უყვარდა ტეკილა. სწორედ აქედან შეერქვა მის ბანდას სახელად „ლოს ტეკილეროსი“.