https://sputnik-georgia.com/20221006/skandali-xaragaulsi-socialuri-daxmareba-xabeisvili-271116394.html
სკანდალი ხარაგაულში: ჩინოვნიკს სოციალური დახმარების უკანონოდ მიღებაში ადანაშაულებენ
სკანდალი ხარაგაულში: ჩინოვნიკს სოციალური დახმარების უკანონოდ მიღებაში ადანაშაულებენ
Sputnik საქართველო
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ფაქტის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. 06.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-06T19:42+0400
2022-10-06T19:42+0400
2022-10-06T22:22+0400
პოლიტიკა საქართველოში
იმერეთი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24758/15/247581558_0:0:1923:1082_1920x0_80_0_0_ac63b9dda306f531fa63e294a6626c0e.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ანტიკორუფციული მოძრაობის აქტივისტი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს დავით კიკნაძეს ადანაშაულებს იმაში, რომ მისი ოჯახი სოციალურ დახმარებას დაუმსახურებლად იღებს.აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს შენობასთან პროტესტის ნიშნად მივიდა არა მხოლოდ ხაბეიშვილი, არამედ ანტიკორუფციული მოძრაობის სხვა წევრებიც. მათსა და ადგილზე შეკრებილ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მომხრეებს შორის კონფლიქტი მოხდა. მოგვიანებით ადგილზე პოლიცია მივიდა.ლევან ხაბეიშვილი დავით კიკნაძეს ბრალს სდებს იმაში, რომ მისი ხელფასი 4 ათას ლარს შეადგენს და ამ დროს მის ოჯახს დაუნიშნეს მატერიალური დახმარება, როგორც სოციალურად დაუცველს. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ საკრებულოში მუშაობს ასევე კიკნაძის მეუღლეც.ხაბეიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, რომლის წევრებიც არიან საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, სპეციალურად მოაწყვეს კონფლიქტი და შენობასთან თავიანთი აქტივისტები შეკრიბეს, რათა მათ ხაბეიშვილისთვის პროვოკაცია მოეწყოთ.დაპირისპირების ადგილზე პოლიცია რჩება. კონფლიქტი დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა.თავად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
იმერეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24758/15/247581558_0:0:1807:1355_1920x0_80_0_0_d7e467dab07072e9131832feb1774d1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, იმერეთი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში, იმერეთი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
სკანდალი ხარაგაულში: ჩინოვნიკს სოციალური დახმარების უკანონოდ მიღებაში ადანაშაულებენ
19:42 06.10.2022 (განახლებულია: 22:22 06.10.2022) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ფაქტის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ანტიკორუფციული მოძრაობის აქტივისტი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს დავით კიკნაძეს ადანაშაულებს იმაში, რომ მისი ოჯახი სოციალურ დახმარებას დაუმსახურებლად იღებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს შენობასთან პროტესტის ნიშნად მივიდა არა მხოლოდ ხაბეიშვილი, არამედ ანტიკორუფციული მოძრაობის სხვა წევრებიც. მათსა და ადგილზე შეკრებილ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მომხრეებს შორის კონფლიქტი მოხდა. მოგვიანებით ადგილზე პოლიცია მივიდა.
ლევან ხაბეიშვილი დავით კიკნაძეს ბრალს სდებს იმაში, რომ მისი ხელფასი 4 ათას ლარს შეადგენს და ამ დროს მის ოჯახს დაუნიშნეს მატერიალური დახმარება, როგორც სოციალურად დაუცველს. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ საკრებულოში მუშაობს ასევე კიკნაძის მეუღლეც.
ხაბეიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, რომლის წევრებიც არიან საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, სპეციალურად მოაწყვეს კონფლიქტი და შენობასთან თავიანთი აქტივისტები შეკრიბეს, რათა მათ ხაბეიშვილისთვის პროვოკაცია მოეწყოთ.
„სოციალურად დაუცველებს ლუკმას ართმევენ, 5.000 კაცი მომლოდინეა და ამ დროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს აძლევენ ამ დახმარებას და კიდევ ესენი ჩხუბობენ. ფიზიკურად მზად არიან შეჭამონ ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ წავა. მათი ამოცანაა დაპირისპირება, ჩხუბი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
დაპირისპირების ადგილზე პოლიცია რჩება. კონფლიქტი დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა.
თავად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.