https://sputnik-georgia.com/20221006/rustavi-2-mauwyeblobis-sesaxeb-kanonis-darrvevis-gamo-dajarimda-271118043.html
„რუსთავი2“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო დაჯარიმდა
„რუსთავი2“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
დაჯარიმების საფუძველი არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის არსებული წესების დარღვევით განთავსება გახდა. 06.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-06T21:38+0400
2022-10-06T21:38+0400
2022-10-06T23:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24260/96/242609602_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_aed52e3f55361f2ff041142f9bcfa40b.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი2“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2500 ლარით დააჯარიმა, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა.კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ასევე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დაცვა და სერიალი „ფარული ვნების“ ეთერში კანონის მოთხოვნების შესაბამისად განთავსება დაავალა.„რუსთავი 2“-ის მიერ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას მოქალაქეებმა გიგა გუდაძემ და ბესარიონ წულაიამ მიმართეს.კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ სერიალ „ფარულ ვნებას“ მაუწყებლის მიერ მინიჭებული ჰქონდა არასათანადო კატეგორია, რომელიც, კანონის შესაბამისად, სამაუწყებლო ბადეში 00:00 საათიდან უნდა განთავსდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24260/96/242609602_107:0:1768:1246_1920x0_80_0_0_d3ac7ff2a76a1421ace8470532a0af3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
„რუსთავი2“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო დაჯარიმდა
21:38 06.10.2022 (განახლებულია: 23:06 06.10.2022) დაჯარიმების საფუძველი არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის არსებული წესების დარღვევით განთავსება გახდა.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი2“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2500 ლარით დააჯარიმა, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა.
კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ასევე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დაცვა და სერიალი „ფარული ვნების“ ეთერში კანონის მოთხოვნების შესაბამისად განთავსება დაავალა.
„რუსთავი 2“-ის მიერ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას მოქალაქეებმა გიგა გუდაძემ და ბესარიონ წულაიამ მიმართეს.
კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ სერიალ „ფარულ ვნებას“ მაუწყებლის მიერ მინიჭებული ჰქონდა არასათანადო კატეგორია, რომელიც, კანონის შესაბამისად, სამაუწყებლო ბადეში 00:00 საათიდან უნდა განთავსდეს.