https://sputnik-georgia.com/20221006/irakli-kobaxize-saakasvils-ukrainistvis-gadacema-gamoricxulia-271120991.html
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა გამორიცხულია
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა გამორიცხულია
Sputnik საქართველო
უკრაინის სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს დაავალა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაცემის მოთხოვნით, განაცხადა... 06.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-06T23:58+0400
2022-10-06T23:58+0400
2022-10-09T19:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/99/239109918_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_8e202793be60a0620ee58da5393f3c47.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო არ გადასცემს საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინას და პოლიტიკურ თამაშებში არ ჩაერთვება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ვადიმ ზავორიტნიმ განაცხადა, რომ უკრაინის სასამართლომ დაავალა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაცემის თაობაზე, რათა ის სასამართლოს წინაშე წარდგეს 2018 წლის საქმეზე, რომელშიც საქართველოს ექს-პრეზიდენტი დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს.სააკაშვილის საქმესააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/99/239109918_130:0:2861:2048_1920x0_80_0_0_161b8299c6f9cf5c5dc73fa051c74de4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, უკრაინა
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, უკრაინა
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა გამორიცხულია
23:58 06.10.2022 (განახლებულია: 19:59 09.10.2022) უკრაინის სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს დაავალა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაცემის მოთხოვნით, განაცხადა ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო არ გადასცემს საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინას და პოლიტიკურ თამაშებში არ ჩაერთვება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ვადიმ ზავორიტნიმ განაცხადა, რომ უკრაინის სასამართლომ დაავალა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაცემის თაობაზე, რათა ის სასამართლოს წინაშე წარდგეს 2018 წლის საქმეზე, რომელშიც საქართველოს ექს-პრეზიდენტი დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს.
„საქართველოს ხელისუფლებას წლების განმავლობაში გვქონდა გაგზავნილი მოთხოვნა, მისი (სააკაშვილის - რედ.) გადმოცემის თაობაზე და წლები ეს მოთხოვნა იყო უგულვებელყოფილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ახლა რაღაცა ფორმალური საბაბით ამ მოთხოვნის გამოგზავნა არის ერთგვარი პოლიტიკური თამაში და ბუნებრივია ამ თამაშს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ვერ ექნება. მიხეილ სააკაშვილს უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოში, ის ამ დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს“, - განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.