მოსაზრება: კიევისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარება „იფუშება“

© AP Photo / Evgeniy Maloletka
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დახმარება კიევისთვის მცირდება და ვაშინგტონიც ამცირებს ამერიკული ლენდ-ლიზის დაფინანსებასა და უკრაინული ჯარის იარაღით მომარაგებას. ევროპელები არ არიან მზად, დათმონ ეკონომიკური კეთილდღეობა და თავი გაწირონ შეერთებული შტატების ინტერესების დასაცავად უკრაინის ფრონტზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა უკრაინისთვის 625 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი ტრანშის გამოყოფაზე. პენტაგონმა გამოაქვეყნა შეიარაღების სია: 4 დანადგარი HIMARS და მათი საბრძოლო მასალა; 16 ჰაუბიცა 105 მმ-იანი კალიბრით, 16 ჰაუბიცა 155 მმ-იანი კალიბრით და 75 ათასი ჭურვი, 30 ათასი 120 მმ-იანი ნაღმი, 200 ათასი ვაზნა, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები Claymore და სხვ.
დახმარების 1,1 მილიარდ დოლარიან სექტემბრის პაკეტთან შედარებით შესამჩნევია შემტევი შეიარაღების რაოდენობის შემცირება. როგორც სექტემბერში ჰპირდებოდნენ, უკრაინისთვის უნდა გადაეცათ 18 დანადგარი HIMARS.
საერთო ჯამში 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში „დაწვა“ 16,8 მილიარდი დოლარი, მათ შორის, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემული და დაპირებული HIMARS-ის 34 სისტემა. ამერიკული დაფინანსების დინამიკა კიევის სასარგებლოდ არ იცვლება.
პენტაგონი ლენდ-ლიზის და უკრაინისთვის ATACMS (მანძილი - 300 კმ-მდე) რაკეტებისა და დასავლური ტანკების მიწოდების აუცილებლობას ვერ ხედავს. ამ უკანასკნელს სჭირდება მომსახურებისა და რემონტის გარკვეული დონე, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნია.
აშშ აპირებს მუშაობის გაგრძელებას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას „საკვანძო შესაძლებლობები“ მისცეს. თუმცა ნატოს წევრი ევროპელი მოკავშირეები განსაკუთრებით არ აქტიურობენ – ოქტომბრის დასაწყისში უკრაინისთვის იარაღის უმნიშვნელო რაოდენობის გადაცემის შესახებ განაცხადეს მხოლოდ ლიეტუვამ, ნორვეგიამ და საფრანგეთმა.
მეტად შესამჩნევია ევროპულ სიაში 37 WARMATE (მანძილი - 10 კმ-მდე), 6 Caesar და 20 ჯავშანმანქანა Bastion.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა აღნიშნა, რომ უკრაინას მიაწვდიდა დაპირებული ათიდან პირველ საშუალო მანძილის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს IRIS-T SLM-ს. მთელი პარტიის დამზადებას სამ წელზე მეტი დასჭირდება, საბრძოლო პირობებში კი დასავლური იარაღი დიდხანს ვერ ძლებს.

რეალობაში დაბრუნება

აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის ამასწინანდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელი ამომრჩევლების 48% გარკვეული დოზით ან კატეგორიულად წინააღმდეგია უკრაინისთვის დღევანდელი მოცულობით დახმარების აღმოჩენისა, თუ ეს გლობალურ გრძელვადიან ეკონომიკურ სირთულეებს გამოიწვევს.
აშშ-ის სახელმწიფო ვალი პირველად ასცდა 31 ტრილიონ დოლარს. აშშ-ის ნასესხობები მსოფლიო მშპ-ის 30%-ს შეადგენს. მისი მატება მიუთითებს ვაშინგტონის განზრახვაზე, არ დააბრუნოს სახელმწიფო ვალი. აშშ გეგმავს პრობლემების მოგვარებას ევროკავშირის ხარჯზე, უკრაინის ომის ხარჯზე.
დღეს ათიდან ოთხ გერმანელს სჯერა, რომ უკრაინულ ჯარს მსხვილი სამხედრო წარმატების მიღწევა შეუძლია. პროტესტი ენერგომატარებლების გაძვირების გამო, ასევე რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამო, რასაც ბევრი ამჟამინდელი ეკონომიკური სირთულეების მიზეზად მიიჩნევს, ევროპის სხვადასხვა კუთხეში მატულობს. ამასთან დაკავშირებით New York Times აღნიშნავს: „უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის მერვე თვეს წყალქვეშა აფეთქებებით დაზიანდა გერმანიაში რუსული გაზის ტრანსპორტირების მთავარი მარშრუტი. აღელვებულ ევროპელებს კიდევ უფრო გაუძლიერდათ შფოთვა და შიში... „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით ყოველწლიურად 60 მილიარდი კუბომეტრი გაზი გადაჰქონდათ. ის კვებავდა ევროპის ყველაზე მსხვილ ეკონომიკას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კი აშენდა ამ მოცულობის გასაზრდელად“.
ამერიკული ალტერნატივა – Nord Stream-ის განადგურება და ევროკავშირში ციმბირული ნახშირწყალბადების ფაქტობრივი აკრძალვა არ იქნება ხელსაყრელი არცერთი საღად მოაზროვნე ევროპელისთვის. დამდეგი ზამთრის მოლოდინში პროტესტი გაიზრდება.
აშშ-ის მხრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მრავალმილიარდიანი დაფინანსების მიუხედავად, რუსული ჯარი განაგრძობს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის ოლქების დაბომბვას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში მხოლოდ ნიკოლაევი–კრივოი როგის მიმართულებით განადგურდა უკრაინელების 18 საბრძოლო ჯავშანმანქანა, ორი ტანკი, ორი თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკა“, ორი ნაღმმტყორცნი და 20 ავტომობილი. მაღალი სიზუსტის დარტყმებით „ისკანდერმა“ გაანადგურა ვოზნესენსკის აეროდრომზე მდებარე საწყობი, სადაც ინახებოდა უპილოტო „ბაირაქტარები“.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კორპორაცია „როსტექმა“ ორშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ზალპური ცეცხლის სისტემების „ტორნადო-გ-ს“ და „ტორნადო-ც-ს“ გამოშვება პერმში რამდენჯერმე გაიზარდა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0