ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI 599166841სასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
ამ დროისათვის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მე-13 სართულიდან 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
შემთხვევა ანგისის დასახლებაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთ ბინაში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ამ დროისათვის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0