https://sputnik-georgia.com/20221005/superkontinenti-dedamiwaze-271064040.html
ამაზია: დედამიწაზე ახალი სუპერკონტინენტი წარმოიქმნება - ფოტო
ამაზია: დედამიწაზე ახალი სუპერკონტინენტი წარმოიქმნება - ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. დედამიწაზე მომავალში ახალი სუპერკონტინენტი წარმოიქმნება გამქრალი წყნარი ოკეანის ადგილზე, აცხადებენ ავსტრალიელი და ჩინელი... 05.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-05T17:58+0400
2022-10-05T17:58+0400
2023-08-03T17:38+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1a/258650890_0:48:1920:1128_1920x0_80_0_0_6d3b3b99cecc8b60c243e15099c77dec.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. დედამიწაზე მომავალში ახალი სუპერკონტინენტი წარმოიქმნება გამქრალი წყნარი ოკეანის ადგილზე, აცხადებენ ავსტრალიელი და ჩინელი გეოლოგები, რომელთა კვლევა ჟურნალ National Science Review-შია გამოქვეყნებული.როგორც ირკვევა, სწავლულებმა კონტინენტების ფორმირების შესახებ მეცნიერებისთვის ცნობილი ყველა მონაცემი სპეციალურ პროგრამაში ჩატვირთეს და სუპერკომპიუტერის დახმარებით ტექტონიკური ფილების მოძრაობის მოდელირება შეძლეს.მოდელირებამ აჩვენა, რომ პლანეტაზე მომხდარი ცვლილებების შედეგად ავსტრალია ევრაზიას შეეჯახება და ამერიკისკენ დაიწყებს მოძრაობას. ამის მერე ყველა კონტინენტი ერთ უზარმაზარ სუპერკონტინენტად გაერთიანდება, რომელსაც მეცნიერებმა პირობითად „ამაზია“ უწოდეს.რაც შეეხება ოკეანეებს, დარჩება მხოლოდ ორი − ინდოეთისა და ატლანტის, ხოლო წყნარი და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეები გაქრება. ამაზიის წარმოქმნა სწორედ წყნარი ოკეანის ადგილზე ივარაუდება.მეცნიერების თქმით, ყველა ამ ცვლილებას დედამიწაზე კლიმატის კარდინალური ცვლილებაც მოჰყვება. ზღვის დონე დაიწევს, ხოლო სუპერკონტინენტის შიდა ვრცელ ნაწილზე გვალვა დაისადგურებს − ყოველდღიური ტემპერატურული რყევებით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1a/258650890_113:0:1820:1280_1920x0_80_0_0_b260b69cbe7f572896aacc4e1d232c22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები
ამაზია: დედამიწაზე ახალი სუპერკონტინენტი წარმოიქმნება - ფოტო
17:58 05.10.2022 (განახლებულია: 17:38 03.08.2023) თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. დედამიწაზე მომავალში ახალი სუპერკონტინენტი წარმოიქმნება გამქრალი წყნარი ოკეანის ადგილზე, აცხადებენ ავსტრალიელი და ჩინელი გეოლოგები, რომელთა კვლევა ჟურნალ
National Science Review-შია გამოქვეყნებული.
როგორც ირკვევა, სწავლულებმა კონტინენტების ფორმირების შესახებ მეცნიერებისთვის ცნობილი ყველა მონაცემი სპეციალურ პროგრამაში ჩატვირთეს და სუპერკომპიუტერის დახმარებით ტექტონიკური ფილების მოძრაობის მოდელირება შეძლეს.
მოდელირებამ აჩვენა, რომ პლანეტაზე მომხდარი ცვლილებების შედეგად ავსტრალია ევრაზიას შეეჯახება და ამერიკისკენ დაიწყებს მოძრაობას. ამის მერე ყველა კონტინენტი ერთ უზარმაზარ სუპერკონტინენტად გაერთიანდება, რომელსაც მეცნიერებმა პირობითად „ამაზია“ უწოდეს.
რაც შეეხება ოკეანეებს, დარჩება მხოლოდ ორი − ინდოეთისა და ატლანტის, ხოლო წყნარი და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეები გაქრება. ამაზიის წარმოქმნა სწორედ წყნარი ოკეანის ადგილზე ივარაუდება.
„დედამიწის კონტინენტები ბოლო ორი მილიარდი წლის განმავლობაში ყოველ 600 მილიონ წელში ერთხელ ეჯახებოდნენ ერთმანეთს და ახალ სუპერკონტინენტებს ქმნიდნენ. ეს მექანიზმი ცნობილია როგორც სუპერკონტინენტების ციკლი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამჟამად არსებული კონტინენტები კვლავ უნდა შეერთდნენ 200-300 მილიონი წლის შემდეგ“, − ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ჩუან ჰუანი.
მეცნიერების თქმით, ყველა ამ ცვლილებას დედამიწაზე კლიმატის კარდინალური ცვლილებაც მოჰყვება. ზღვის დონე დაიწევს, ხოლო სუპერკონტინენტის შიდა ვრცელ ნაწილზე გვალვა დაისადგურებს − ყოველდღიური ტემპერატურული რყევებით.