საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციას უარყოფითი მნიშვნელობა აქვს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
ბოლო ოთხ კვარტალში საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი წლიური მშპ-ის 126,2%-ს შეადგენს.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციას, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, უარყოფითი მნიშვნელობა აქვს და 26,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია – ეს არის სხვაობა უცხოეთში ქვეყნის რეზიდენტების კუთვნილი აქტივების ღირებულებასა და მოცემულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში არსებულ აქტივებს შორის. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, ისევე, როგორც საგადასახადო ბალანსი, იძლევა ინფორმაციას დანარჩენ მსოფლიოსთან ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შეფასებისთვის.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მაჩვენებელი 326,5 მლნ დოლარით გაუმჯობესდა. თუმცა ბოლო ოთხ კვარტალში საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი წლიური მშპ-ის 126,2%-ს შეადგენს.
საერთო საერთაშორისო აქტივები შეადგენს 12,2 მლრდ დოლარს, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე 596,7 მლნ დოლარით მეტია.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 39 მლრდ დოლარი შეადგინა. ვალდებულებები, 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 923,2 მლნ დოლარით გაიზარდა.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0