https://sputnik-georgia.com/20221005/saqartvelo-frankfurtis-wignis-nazrobasi-miirebs-monawileobas-271071074.html
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში ტრადიციულად 2007 წლიდან ეროვნული სტენდით და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით მონაწილეობს. 05.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-05T19:45+0400
2022-10-05T19:45+0400
2022-10-05T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24249/87/242498721_0:21:1280:741_1920x0_80_0_0_6b3395935e8213891274156c6e494181.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წელს ლიტერატურული პროგრამით წარდგება. ბაზრობა 19-23 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია მწერალთა სახლის ვებ-გვერდზე.მწერალთა სახლის ცნობით, წლევანდელ ლიტერატურულ პროგრამაში 7 ქართველი ავტორი მიიღებს მონაწილეობას.საქართველოს ეროვნულ სტენდზე დაგეგმილია მწერლების შეხვედრები უცხოელ მკითხველთან, ახალი მთარგმნელობითი პროექტების დაანონსება, უახლესი გერმანულენოვანი გამოცემების პრეზენტაცია და ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2022“-ის საპატიო სტუმარი ქვეყნის ესპანეთის წარმომადგენლებთან, მწერლებთან და გამომცემლებთან ერთად გაიმართება.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მოცულობით სტენდს უთმობს უკრაინის წიგნის სფეროს წარმომადგენლებს. უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს ეროვნულ სტენდზეც გაიმართება რამდენიმე ღონისძიება.ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს 20-მდე ქართველი გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან უცხოელ გამომცემლებს.ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას. საქართველო 2007 წლიდან ტრადიციულად ყოველწლიურად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით, სადაც ქართველი ავტორების და გამომცემლების მონაწილოებით უცხოენოვანი თარგმანების პოპულარიზაციისა და თარგმანის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება იმართება.წყარო - მწერალთა სახლი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24249/87/242498721_132:0:1148:762_1920x0_80_0_0_bcb9b6496ef34d723e978d156b97641e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას
19:45 05.10.2022 (განახლებულია: 22:29 05.10.2022) საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში ტრადიციულად 2007 წლიდან ეროვნული სტენდით და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით მონაწილეობს.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წელს ლიტერატურული პროგრამით წარდგება. ბაზრობა 19-23 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია მწერალთა სახლის ვებ-გვერდზე.
მწერალთა სახლის ცნობით, წლევანდელ ლიტერატურულ პროგრამაში 7 ქართველი ავტორი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე დაგეგმილია მწერლების შეხვედრები უცხოელ მკითხველთან, ახალი მთარგმნელობითი პროექტების დაანონსება, უახლესი გერმანულენოვანი გამოცემების პრეზენტაცია და ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2022“-ის საპატიო სტუმარი ქვეყნის ესპანეთის წარმომადგენლებთან, მწერლებთან და გამომცემლებთან ერთად გაიმართება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მოცულობით სტენდს უთმობს უკრაინის წიგნის სფეროს წარმომადგენლებს. უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს ეროვნულ სტენდზეც გაიმართება რამდენიმე ღონისძიება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს 20-მდე ქართველი გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან უცხოელ გამომცემლებს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას. საქართველო 2007 წლიდან ტრადიციულად ყოველწლიურად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით, სადაც ქართველი ავტორების და გამომცემლების მონაწილოებით უცხოენოვანი თარგმანების პოპულარიზაციისა და თარგმანის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება იმართება.