https://sputnik-georgia.com/20221005/saprotesto-aqciebi-iransi-271056198.html
უხამსი ჟესტი აიათოლას: პროტესტში სკოლის მოსწავლე გოგონებიც ჩაერთვნენ - ვიდეო
უხამსი ჟესტი აიათოლას: პროტესტში სკოლის მოსწავლე გოგონებიც ჩაერთვნენ - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. ირანში აგორებულ მძაფრ საპროტესტო ტალღას რამდენიმე ქალაქის სკოლის მოსწავლე გოგონებიც შეუერთდნენ, რომლებიც დემონსტრაციებზე... 05.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-05T15:24+0400
2022-10-05T15:24+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
საპროტესტო აქციები ირანში
პოლიტიკა
ირანი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270693739_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_173f54dde3bebdafe71abeb393edb4cc.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. ირანში აგორებულ მძაფრ საპროტესტო ტალღას რამდენიმე ქალაქის სკოლის მოსწავლე გოგონებიც შეუერთდნენ, რომლებიც დემონსტრაციებზე ჰიჯაბებს აფრიალებენ და ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ, იუწყება BBC.როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია წერს, ქალაქ კარაჯში გოგონებმა სკოლიდან განათლების სისტემის წარმომადგენელი გააძევეს. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ უყვირიან მამაკაცს „სირცხვილი თქვენ!“ და ესვრიან საგნებს, რომელიც წყლის ცარიელ ბოთლს ჰგავს.კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შეამდგენლობაში შემავალი გასამხედროებული ნებაყოფლობითი რაზმის „ბასიჯის“ წევრთან შეხვედრაზეა გადაღებული, ისმის მოსწავლეების შეძახილი: „გაეთრიე, ბასიჯი!“ როგორც ირკვევა, გასამხედროებული რაზმის წარმომადგენელი სკოლის მოსწავლეებს ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სასაუბროდ შეხვდა, მაგრამ გოგონებმა მას საუბარი არ აცალეს და მძაფრად გაპროტესტეს მისი სტუმრობა. გარდა ამისა, BBC-ს ინფორმაციით, ქალაქ შირაზში ათობით მოსწავლე გოგონამ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტა შეძახილებით „სიკვდილი დიქტატორს“, რაშიც ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ჰამენეი მოიაზრებოდა. სწორედ აიათოლაა ირანის ხელისუფლების უმაღლესი პირი, რომელსაც ყველა სახელმწიფო საქმეში ბოლო სიტყვა ეკუთვნის.უფრო მეტიც, სოციალური ქსელებით ასევე გავრცელდა ფოტოები, სადაც სკოლის მოსწავლე გოგონები საკლასო ოთახში დზგანან ჰიჯაბმოხდილები და აიათოლა ჰამენეისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელ აიათოლა ჰომეინის პორტრეტს თითებით უხამს ჟესტს უჩვენებენ.ირანში საპროტესტო აქციებმა მას შემდეგ იფეთქა, რაც ზნეობისა და მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. უფლებადამცველების განცხადებით, ამინი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, რის გამოც დაიღუპა კიდეც ახალგაზრდა ქალი. როგორც ორგანიზაცია Iran Human Rights აცხადებს, ამ დროისათვის ძალოვანებთან შეტაკებებში დაღუპულია მინიმუმ 133 ადამიანი. აქედან 92 კაცი – მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებული აქციებისას, ხოლო კიდევ 41 ქალაქ ზაჰედანში მოწყობილ „სისხლიან პარასკევს“ შეეწირა. იქ მოსახლეობა მიტინგებზე მეზობელი ქალაქი ჩეჰბეჰარის პოლიციის შეფის მიერ 15 წლის გოგონას გაუპატიურების გამო გავიდა, პოლიციამ კი მათ ცეცხლი გაუხსნა.
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270693739_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_50d299c57794cdfbd55f0eea7fc18ec1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საპროტესტო აქციები ირანში, პოლიტიკა, ირანი , მსოფლიოს ახალი ამბები
საპროტესტო აქციები ირანში, პოლიტიკა, ირანი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. ირანში აგორებულ მძაფრ საპროტესტო ტალღას რამდენიმე ქალაქის სკოლის მოსწავლე გოგონებიც შეუერთდნენ, რომლებიც დემონსტრაციებზე ჰიჯაბებს აფრიალებენ და ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ, იუწყება BBC.
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია წერს, ქალაქ კარაჯში გოგონებმა სკოლიდან განათლების სისტემის წარმომადგენელი გააძევეს. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ უყვირიან მამაკაცს „სირცხვილი თქვენ!“ და ესვრიან საგნებს, რომელიც წყლის ცარიელ ბოთლს ჰგავს.
კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შეამდგენლობაში შემავალი გასამხედროებული ნებაყოფლობითი რაზმის „ბასიჯის“ წევრთან შეხვედრაზეა გადაღებული, ისმის მოსწავლეების შეძახილი: „გაეთრიე, ბასიჯი!“
როგორც ირკვევა, გასამხედროებული რაზმის წარმომადგენელი სკოლის მოსწავლეებს ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სასაუბროდ შეხვდა, მაგრამ გოგონებმა მას საუბარი არ აცალეს და მძაფრად გაპროტესტეს მისი სტუმრობა.
გარდა ამისა, BBC-ს ინფორმაციით, ქალაქ შირაზში ათობით მოსწავლე გოგონამ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტა შეძახილებით „სიკვდილი დიქტატორს“, რაშიც ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ჰამენეი მოიაზრებოდა. სწორედ აიათოლაა ირანის ხელისუფლების უმაღლესი პირი, რომელსაც ყველა სახელმწიფო საქმეში ბოლო სიტყვა ეკუთვნის.
უფრო მეტიც, სოციალური ქსელებით ასევე გავრცელდა ფოტოები, სადაც სკოლის მოსწავლე გოგონები საკლასო ოთახში დზგანან ჰიჯაბმოხდილები და აიათოლა ჰამენეისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელ აიათოლა ჰომეინის პორტრეტს თითებით უხამს ჟესტს უჩვენებენ.
ირანში საპროტესტო აქციებმა მას შემდეგ იფეთქა, რაც ზნეობისა და მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. უფლებადამცველების განცხადებით, ამინი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, რის გამოც დაიღუპა კიდეც ახალგაზრდა ქალი. როგორც ორგანიზაცია Iran Human Rights აცხადებს, ამ დროისათვის ძალოვანებთან შეტაკებებში დაღუპულია მინიმუმ 133 ადამიანი. აქედან 92 კაცი – მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებული აქციებისას, ხოლო კიდევ 41 ქალაქ ზაჰედანში მოწყობილ „სისხლიან პარასკევს“ შეეწირა. იქ მოსახლეობა მიტინგებზე მეზობელი ქალაქი ჩეჰბეჰარის პოლიციის შეფის მიერ 15 წლის გოგონას გაუპატიურების გამო გავიდა, პოლიციამ კი მათ ცეცხლი გაუხსნა.