https://sputnik-georgia.com/20221005/prime-house-gamovida-qartuli-realiti-sous-meore-sezoni-271076484.html
Prime House: დაიწყო ქართული რეალითი-შოუს მეორე სეზონი
Prime House: დაიწყო ქართული რეალითი-შოუს მეორე სეზონი
Sputnik საქართველო
ტრადიციულად, პროექტის მონაწილეები არიან ტიკტოკერები, მუსიკოსები, ბლოგერები, სტუდენტები. 05.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-05T21:38+0400
2022-10-05T21:38+0400
2022-10-05T22:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/06/266466877_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_5deb1a97aeda56d432bc53f385c34264.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ტელეარხ „რუსთავი2“-ზე ქართული ახალგაზრდული რეალითი-შოუ Prime House-ის მეორე სეზონი დაიწყო.Prime House – რეალითი-შოუა, რომელსაც ქართულ ტელევიზიაში ანალოგი არ აქვს. 3 თვის განმავლობაში 14 მონაწილის ახალი მისამართი „პრაიმ ჰაუსი" იქნება, სადაც ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ერთად იცხოვრებენ და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. მათ მოუწევთ სხვადასხვა დავალების შესრულება, ინტრიგების ხლართვა და ერთმანეთთან კონკურენცია.ყველა მონაწილეს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს. ვინ დატოვებს პროექტს და ვინ განაგრძობს მონაწილეობას პირველობისთვის, ეს თავად მონაწილეებმა ყოველ შაბათს უნდა გადაწყვიტონ.ტრადიციულად, პროექტის მონაწილეები არიან ტიკტოკერები, მუსიკოსები, ბლოგერები, სტუდენტები და სხვა ინფლუენსერები. ყველაზე უმცროსი 29 წლისაა, ყველაზე უფროსი – 40-ის.14 მონაწილე პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ცხოვრობს – მათ 24-საათიან რეჟიმში ათასობით ტელემაყურებელი აკვირდება.თუმცა პროექტში დასარჩენად მათ სერიოზული ბრძოლა მოუწევთ, რადგან ყოველ კვირას სამი აუტსაიდერი გამოცხადდება, რომელთა ბედსაც ჟიურის წევრები და მაყურებელი გადაწყვეტენ. პროექტის მაყურებელი ერთ ფავორიტსაც აირჩევს.ახალი ეპიზოდი ყოველდღე, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.პროექტის პირველი სეზონის გამარჯვებული გიორგი ნაზღაიძე გახდა. მან მიიღო მთავარი პრიზი – ბინა თბილისში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/06/266466877_86:0:1986:1425_1920x0_80_0_0_034a7d533469689cc4b75fa4e9949d9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კულტურა საქართველოში
Prime House: დაიწყო ქართული რეალითი-შოუს მეორე სეზონი
21:38 05.10.2022 (განახლებულია: 22:45 05.10.2022) ტრადიციულად, პროექტის მონაწილეები არიან ტიკტოკერები, მუსიკოსები, ბლოგერები, სტუდენტები.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ტელეარხ „რუსთავი2“-ზე ქართული ახალგაზრდული რეალითი-შოუ Prime House-ის მეორე სეზონი დაიწყო.
Prime House – რეალითი-შოუა, რომელსაც ქართულ ტელევიზიაში ანალოგი არ აქვს. 3 თვის განმავლობაში 14 მონაწილის ახალი მისამართი „პრაიმ ჰაუსი" იქნება, სადაც ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ერთად იცხოვრებენ და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. მათ მოუწევთ სხვადასხვა დავალების შესრულება, ინტრიგების ხლართვა და ერთმანეთთან კონკურენცია.
ყველა მონაწილეს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს. ვინ დატოვებს პროექტს და ვინ განაგრძობს მონაწილეობას პირველობისთვის, ეს თავად მონაწილეებმა ყოველ შაბათს უნდა გადაწყვიტონ.
ტრადიციულად, პროექტის მონაწილეები არიან ტიკტოკერები, მუსიკოსები, ბლოგერები, სტუდენტები და სხვა ინფლუენსერები. ყველაზე უმცროსი 29 წლისაა, ყველაზე უფროსი – 40-ის.
14 მონაწილე პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ცხოვრობს – მათ 24-საათიან რეჟიმში ათასობით ტელემაყურებელი აკვირდება.
თუმცა პროექტში დასარჩენად მათ სერიოზული ბრძოლა მოუწევთ, რადგან ყოველ კვირას სამი აუტსაიდერი გამოცხადდება, რომელთა ბედსაც ჟიურის წევრები და მაყურებელი გადაწყვეტენ. პროექტის მაყურებელი ერთ ფავორიტსაც აირჩევს.
ახალი ეპიზოდი ყოველდღე, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.
პროექტის პირველი სეზონის გამარჯვებული გიორგი ნაზღაიძე გახდა. მან მიიღო მთავარი პრიზი – ბინა თბილისში.