პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Chanel-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა

© courtesy of Mathilda Mariam Gvarlianiმატილდა გვარლიანი
მატილდა გვარლიანი  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელი გახდა, რომელმაც Chanel-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
მატილდა Chanel-ის 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ბოლო ორი წელი მატილდასთვის პროდუქტიული და წარმატებული აღმოჩნდა. გოგონა თანამშრომლობდა სხვადასხვა ცნობილ ბრენდებთან, მონაწილეობდა Emporio Armani-სა და Polo Ralph Lauren-ის სარეკლამო კამპანიებში, მაისში კი მოდის მოყვარულთა წინაშე Louis Vuitton-ის ჩვენებაზე წარდგა.
მატილდა გვარლიანი 19 წლისაა და სამოდელო კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. იგი გახდა იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მოდის კვირეულების ფარგლებში მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში.
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.
გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს.
მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს ირგვლივ მყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0