„კვარას" პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაში და „ნაპოლის" საოცარი გამარჯვება

© courtesy of Dean Mouhtaropoulosხვიჩა კვარაცხელიას გოლი „აიაქსის“ კარში
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „აიაქსის“ კარში - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
„ნაპოლი" 9 ქულით ჯგუფის უპირობო ლიდერი ხდება.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის" შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ამსტერდამის „აიაქსის" კარში უეფას ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ამსტერდამელებისთვის მატჩი თითქოსდა ცუდად არ დაწყებულა – ანგარიში „აიაქსმა" გახსნა მე-9 წუთზე. მაგრამ ამის მერე ბურთი მხოლოდ „აიაქსის" კარში ვარდებოდა და თან - არაერთხელ.
© Courtesy of SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში"
Атакующий полузащитник сборной Грузии и итальянского Наполи Хвича Кварацхелия - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში"
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი 63-ე წუთზე გავიდა და მაშინ ანგარიში 1:5 გახდა. ქართველი ნახევარმცველი საგოლე პასითაც გამოირჩა – მან ბურთი დი ლორენცოს „პირდაპირ თავზე დაასვა".
ამ გოლის შემდეგ კვარაცხელიამ შეცვლა მოითხოვა – თავი იჩინა „აიაქსის" მცველთან შეტაკებამ.
© courtesy of SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში"
Атакующий полузащитник сборной Грузии и итальянского Наполи Хвича Кварацхелия - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში"
ნეაპოლელების შემადგენლობაში კვარაცხელიას გარდა თავი გამოიჩინეს ჯაკომო რასპადორიმ (ორჯერ), ჯოვანი დი ლორენცომ, პეტრო ზელისკიმ და ჯოვანი სიმეონემ.
თამაშის საბოლოო ანგარიშია 1:6. საპასუხო მატჩი ნეაპოლში 12 ოქტომბერს გაიმართება. „ნაპოლი" ჯგუფის უპირობო ლიდერია – მის ანგარიშზე 9 ქულაა. ჯგუფში მეორე ადგილზე ინგლისური „ლივერპულია".
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0