https://sputnik-georgia.com/20221005/firosmania-sirnarsi-271064342.html
კახეთში გაიმართება ფესტივალი „ფიროსმანია სიღნაღში"
კახეთში გაიმართება ფესტივალი „ფიროსმანია სიღნაღში"
Sputnik საქართველო
ფესტივალის ფარგლებში სიღნაღში ფიროსმანის მონუმენტი გაიხსნება. 05.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-05T18:16+0400
2022-10-05T18:16+0400
2022-10-05T22:12+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24014/17/240141730_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_67a22d48b48654d4a835c9b9da45e54c.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილი) პატივსაცემად სიღნაღში 8 ოქტომბერს დღესასწაული „ფიროსმანია" გაიმართება.ფესტივალის ფარგლებში ბულვარზე ფიროსმანის მონუმენტი გაიხსნება, ხოლო ორგანიზატორები სიღნაღის მუზეუმში ახალგაზრდა მხატვრების გამოფენას მოაწყობენ.ფესტივალის შემოქმედებითი ნაწილი 12:00 საათზე დაიწყება, სადაც სტუმრები ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებულ შემეცნებით, შემოქმედებით აქტივობებს ნახავენ: გიგანტური გასაფერადებლები, თავისუფალი ხატვა მოლბერტებზე, ფიროსმანის გაცოცხლებული პერსონაჟები და სხვ.ასევე სტუმრები მოისმენენ საინტერესო ლექციას – მწერალი დავით ტურაშვილი ხელოვნებაზე ისაუბრებს.საღამო კონცერტით დასრულდება.ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24014/17/240141730_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_cb752738a89f06456df969e9312734b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , საზოგადოება
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , საზოგადოება
კახეთში გაიმართება ფესტივალი „ფიროსმანია სიღნაღში"
18:16 05.10.2022 (განახლებულია: 22:12 05.10.2022) ფესტივალის ფარგლებში სიღნაღში ფიროსმანის მონუმენტი გაიხსნება.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილი) პატივსაცემად სიღნაღში 8 ოქტომბერს დღესასწაული „ფიროსმანია" გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში ბულვარზე ფიროსმანის მონუმენტი გაიხსნება, ხოლო ორგანიზატორები სიღნაღის მუზეუმში ახალგაზრდა მხატვრების გამოფენას მოაწყობენ.
ფესტივალის შემოქმედებითი ნაწილი 12:00 საათზე დაიწყება, სადაც სტუმრები ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებულ შემეცნებით, შემოქმედებით აქტივობებს ნახავენ: გიგანტური გასაფერადებლები, თავისუფალი ხატვა მოლბერტებზე, ფიროსმანის გაცოცხლებული პერსონაჟები და სხვ.
ასევე სტუმრები მოისმენენ საინტერესო ლექციას – მწერალი დავით ტურაშვილი ხელოვნებაზე ისაუბრებს.
საღამო კონცერტით დასრულდება.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.