პატრუშევი: „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დივერსია საერთაშორისო ტერორიზმის აქტია

© photo: Sputnik / Aleksey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშინიკოლაი პატრუშევი
ნიკოლაი პატრუშევი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. რუსულ გაზსადენებზე მომხდარი დივერსია საერთაშორისო ტერორიზმის აქტია, რომლის შედეგებიც ევროპის მოსახლეობაზე არსებით გავლენას მოახდენს, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა.

„გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე განხორციელებული დივერსია სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო ტერორიზმის აქტი, რომლის შედეგებიც შეიძლება არსებითი გამოდგეს ევროპის მოსახლეობისთვის. აშკარაა, რომ აქედან სარგებლის მიმღები, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური სარგებლისა, შეერთებული შტატებია“, − აღნიშნა პატრუშევმა.

მისი თქმით, ანგლოსაქსებს თავიანთი სარგებლისთვის სურთ, რომ რუსეთსა და ევროპას შორის სამხედრო დაპირისპირება მოხდეს, ხოლო უკრაინას რუსეთთან ბრძოლისთვის იყენებენ.
„მიზანია − რუსეთის დათრგუნვა, წარმოსახვითი უპირატესობისა და ერთპოლარული სამყაროს შენარჩუნება, საკუთარი თავისთვის სხვის ხარჯზე ცხოვრების უზრუნველყოფა. მათ იმედი აქვთ, რომ კონფლიქტების გაღვივებით კვლავაც შეძლებენ თავიანთ ეკონომიკაში დაგროვილი პრობლემების გადაჭრას, როგორც ეს ორი მსოფლიო ომის შემდეგ იყო“, − განაცხადა პატრუშევმა.
მისი თქმით, ანგლოსაქსები ყოველთვის ასე მოქმედებდნენ და ყოველთვის აჩაღებდნენ ომებს მთელ მსოფლიოში.
ყველა ახალი ამბავი
0