https://sputnik-georgia.com/20221005/dedam-svilis-qlorit-mowamvla-scada-271066333.html
სასჯელი სექსუალური ორიენტაციისთვის: დედამ შვილის ქლორით მოწამვლა სცადა
სასჯელი სექსუალური ორიენტაციისთვის: დედამ შვილის ქლორით მოწამვლა სცადა
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. ქალმა, რომელმაც შეიტყო, რომ მისი 12 წლის ვაჟი სპეციალიზებულ გეი-საიტებს სტუმრობდა, ბიჭის მოწამვლა სცადა, იუწყება BFMTV... 05.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-05T18:48+0400
2022-10-05T18:48+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
საფრანგეთი
შემთხვევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/05/271065856_0:256:1280:976_1920x0_80_0_0_301ac276b60b9d8ef98a6aa00212d985.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. ქალმა, რომელმაც შეიტყო, რომ მისი 12 წლის ვაჟი სპეციალიზებულ გეი-საიტებს სტუმრობდა, ბიჭის მოწამვლა სცადა, იუწყება BFMTV სამართალდამცველებზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პარიზის გარეუბანში მოხდა. ბიჭის ჩვენების თანახმად, რომელიც მან სევრის (პარიზის გარეუბანი) პოლიციის განყოფილებაში მისცა, 40 წლის ქალმა, როცა შვილს ეძინა, მის ტელეფონში სრულწლოვან ჰომოსექსუალისტთან მიმოწერა და შიშველი ფოტოები აღმოაჩინა. გარდა ამისა, ქალმა იმასაც მიაკვლია, რომ მისი ვაჟი გეებისთვის შექმნილ გაცნობის საიტზე იყო დარეგისტრირებული.როდესაც მოზარდმა გაიღვიძა, დედამ შვილი გალანძღა და მოკვლით დაემუქრა, ვინაიდან არ სურდა, რომ სახლში ჰომოსექსუალი ჰყოლოდა.ბიჭის თქმით, დედამ სცადა მისთვის პირში მათეთრებელი ხსნარი ჩაესხა, თუმცა ბავშვმა სითხის გადმოფურთხება მოახერხა. ამის შემდეგ დედამ ის სახლიდან გააგდო, თუმცა მერე შვილს დაეწია და უთხრა, რომ მდინარე სენაში გადაგდებას უპირებდა.ბიჭი დედას დაუსხლტა და ატირებული პოლიციის განყოფილებაში მივიდა. სამართალდამცველებმა ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დედამისი სხვა სამი შვილისა და ბოიფრენდის თვალწინ დააკავეს.პოლიციამ საქმე „15 წლამდე ასაკის პირის მიმართ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე სიკვდილით დასჯის მუქარის“ მუხლით აღძრა, რომელიც უკვე გადაიგზავნა სასამართლოში.გარდა ქალისა, პასუხისგებაში მიეცა მისი სექსუალური პარტნიორიც „მავნე ნივთიერების დამამძიმებელ გარემოებებში გამოყენების ხელშეწყობისთვის“.წყარო: BFMTV
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/05/271065856_0:136:1280:1096_1920x0_80_0_0_cf1ca8ddfbab3d2679cb3ab93423d922.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საფრანგეთი , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
საფრანგეთი , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. ქალმა, რომელმაც შეიტყო, რომ მისი 12 წლის ვაჟი სპეციალიზებულ გეი-საიტებს სტუმრობდა, ბიჭის მოწამვლა სცადა, იუწყება BFMTV სამართალდამცველებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პარიზის გარეუბანში მოხდა.
ბიჭის ჩვენების თანახმად, რომელიც მან სევრის (პარიზის გარეუბანი) პოლიციის განყოფილებაში მისცა, 40 წლის ქალმა, როცა შვილს ეძინა, მის ტელეფონში სრულწლოვან ჰომოსექსუალისტთან მიმოწერა და შიშველი ფოტოები აღმოაჩინა. გარდა ამისა, ქალმა იმასაც მიაკვლია, რომ მისი ვაჟი გეებისთვის შექმნილ გაცნობის საიტზე იყო დარეგისტრირებული.
როდესაც მოზარდმა გაიღვიძა, დედამ შვილი გალანძღა და მოკვლით დაემუქრა, ვინაიდან არ სურდა, რომ სახლში ჰომოსექსუალი ჰყოლოდა.
ბიჭის თქმით, დედამ სცადა მისთვის პირში მათეთრებელი ხსნარი ჩაესხა, თუმცა ბავშვმა სითხის გადმოფურთხება მოახერხა. ამის შემდეგ დედამ ის სახლიდან გააგდო, თუმცა მერე შვილს დაეწია და უთხრა, რომ მდინარე სენაში გადაგდებას უპირებდა.
ბიჭი დედას დაუსხლტა და ატირებული პოლიციის განყოფილებაში მივიდა. სამართალდამცველებმა ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დედამისი სხვა სამი შვილისა და ბოიფრენდის თვალწინ დააკავეს.
პოლიციამ საქმე „15 წლამდე ასაკის პირის მიმართ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე სიკვდილით დასჯის მუქარის“ მუხლით აღძრა, რომელიც უკვე გადაიგზავნა სასამართლოში.
გარდა ქალისა, პასუხისგებაში მიეცა მისი სექსუალური პარტნიორიც „მავნე ნივთიერების დამამძიმებელ გარემოებებში გამოყენების ხელშეწყობისთვის“.