„საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა

© photo: Sputnikთბილისი-ბათუმის მატარებელი
თბილისი-ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო „საქართველოს რკინიგზამ" 6-17 ოქტომბრის პერიოდში ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში დამატებითი მატარებელი თბილისიდან 10:25 საათზე გავა და ბათუმში 15:39 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი 17:10 საათზე გამოვა და თბილისში ის 22:17 საათზე იქნება.
მგზავრებს მატარებლების მოძრაობის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ „საქართველოს რკინიგზის" ვებ-გვერდზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0