https://sputnik-georgia.com/20221005/anton-katalikosis-quchaze-kulturuli-memkvidreobis-zeglebis-reqabilitacia-dasrulda-271063246.html
ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია დასრულდა
ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო, მისი ბიუჯეტი დაახლოებით 2,5 მლნ ლარია. 05.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-05T17:40+0400
2022-10-05T17:40+0400
2022-10-05T22:05+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/05/271057149_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_65958405990f39f7759bcab5611aaadb.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის განვითარების ფონდმა „ახალი ტფილისის“ პროექტის ფარგლებში ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე (კრწანისი) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების რესტავრაცია დაასრულა – ორივე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, იუწყება დედაქალაქის მერია.შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებს, მიმდებარე ქუჩებს და ამ ორ შენობა-ნაგებობას, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. 12 ოჯახი დროებით ქირით გვყავდა გაყვანილი და დღეს ნამდვილად მსიამოვნებს, რომ მათ სრულიად ახალი, განახლებული და გარემონტებული საცხოვრებელი ფართები უბრუნდებათ“, – განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, დარჩენილია ბევრი შენობა, რომელთაც რეკონსტრუქცია სჭირდება, სწორედ ამიტომაც ეს პროექტი გაგრძელდება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დედაქალაქმა შეინარჩუნოს რაც შეიძლება მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.უწყების ცნობით, ანტონ კათალიკოსის N30-ში მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდა. რაც შეეხება მეორე კორპუსს, რომელიც იმავე ქუჩის 32 ნომერში მდებარეობს, მას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, აღდგა დაზიანებული სახურავი და მოწესრიგდა წყლის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებს და მის დეკორატიულ ელემენტებს, ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით, შენობაში განხორციელდა სრული სარემონტო სამუშაოები და კეთილმოეწყო ეზო.პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო, მისი ბიუჯეტი დაახლოებით 2,5 მლნ ლარია.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/05/271057149_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_8d0a0b685eefed04ff465d63657686e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, კახა კალაძე , ახალი ამბები
ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია დასრულდა
17:40 05.10.2022 (განახლებულია: 22:05 05.10.2022) პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო, მისი ბიუჯეტი დაახლოებით 2,5 მლნ ლარია.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის განვითარების ფონდმა „ახალი ტფილისის“ პროექტის ფარგლებში ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე (კრწანისი) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების რესტავრაცია დაასრულა – ორივე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, იუწყება დედაქალაქის მერია.
შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებს, მიმდებარე ქუჩებს და ამ ორ შენობა-ნაგებობას, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. 12 ოჯახი დროებით ქირით გვყავდა გაყვანილი და დღეს ნამდვილად მსიამოვნებს, რომ მათ სრულიად ახალი, განახლებული და გარემონტებული საცხოვრებელი ფართები უბრუნდებათ“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დარჩენილია ბევრი შენობა, რომელთაც რეკონსტრუქცია სჭირდება, სწორედ ამიტომაც ეს პროექტი გაგრძელდება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დედაქალაქმა შეინარჩუნოს რაც შეიძლება მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
უწყების ცნობით, ანტონ კათალიკოსის N30-ში მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდა. რაც შეეხება მეორე კორპუსს, რომელიც იმავე ქუჩის 32 ნომერში მდებარეობს, მას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, აღდგა დაზიანებული სახურავი და მოწესრიგდა წყლის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებს და მის დეკორატიულ ელემენტებს, ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით, შენობაში განხორციელდა სრული სარემონტო სამუშაოები და კეთილმოეწყო ეზო.
პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო, მისი ბიუჯეტი დაახლოებით 2,5 მლნ ლარია.