მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინამ ოფიციალურად თქვა უარი პუტინთან მოლაპარაკებაზე

© AP Photo / Ukrainian Presidential Press Officeვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
თბილისი, 4 სექტემბერი − Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკება შეუძლებელია.

„უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა: მოხდეს ფაქტის კონსტატაცია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ. პუტინთან მოლაპარაკებები შეუძლებელია“, − ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან ზელენსკიმ დაამტკიცა პრეზიდენტის, უმაღლესი რადის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის ერთობლივი მიმართვის ტექსტი ნატოსადმი უკრაინის ალიანსში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ.
გარდა ამისა, დოკუმენტში შევიდა მუხლი, რომელიც რუსეთის მხრიდან ესკალაციის პირობებში უკრაინის მინისტრთა კაბინეტს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ავალდებულებს სამხედრო-ტექნიკური დახმარების გზით.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ თუ რუსეთი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მიერთების შესახებ რეფერენდუმებს ჩაატარებდა, მოლაპარაკების ყოველგვარი შესაძლებლობა ამოიწურებოდა.
რეფერენდუმები რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 23-27 სექტემბერს ჩატარდა. 30 სექტემბერს კი ვლადიმირ პუტინმა და აღნიშნული ტერიტორიების პრორუსულმა ხელმძღვანელობამ ხელი მოაწერეს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს.
იმავე დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადი წარუდგინა ნატოს და უკრაინის ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა. ამასთან აღნიშნა, რომ კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს მხოლოდ სხვა პრეზიდენტის პირობებში დათანხმდება, და არავითარ შემთხვევაში ვლადიმირ პუტინთან.
ყველა ახალი ამბავი
0