თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგზის სამშენებლო სამუშაოები
გზის სამშენებლო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო საფარის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული–თეთრიწყარო–წალკის საავტომობილო გზის 16 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზის აღნიშნული მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. სარეაბილიტაციო გზა სოფელ წინწყაროზე გადის და კოდა–ფარცხისის საავტომობილო გზას უერთდება.
უწყების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლის მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას, ასევე გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწესრიგებას.
პროექტის ღირებულება 8,7 მლნ ლარია და მისი დასრულება 2023 წლის ივნისში იგეგმება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვემო ქართლის რეგიონში სულ 14 პროექტს ახორციელებს. ჯამში 85 კმ-მდე გზის რეაბილიტაციაზე 70 მლნ ლარია გამოყოფილი.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების გარდა, ქვემო ქართლში გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ზამთრის პერიოდში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაზიანებული გზების აღდგენა-შეკეთება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0