https://sputnik-georgia.com/20221004/speqtakli-norvegiel-dagni-iulze-271012333.html
თბილისში გაიმართება სპექტაკლის პრემიერა ნორვეგიელ დაგნი იულზე
თბილისში გაიმართება სპექტაკლის პრემიერა ნორვეგიელ დაგნი იულზე
Sputnik საქართველო
მხატვრის, მრავალი მწერლისა და მხატვრის მუზის სიცოცხლე თბილისში შეწყდა. 04.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-04T12:21+0400
2022-10-04T12:21+0400
2022-10-04T17:51+0400
კულტურა საქართველოში
საქართველო
ნორვეგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/01/270937982_0:0:3145:1770_1920x0_80_0_0_f0d599d38c0fe30afe61b35e05ae96b6.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე 4 ოქტომბერს ირენა კესკიულის პიესის მიხედვით დაგნი პშიბიშევსკას დაბადებიდან 155 წლისთავთან დაკავშირებით სპექტაკლის პრემიერა გაიმართება, რომელსაც საქართველოს რუსულენოვანი ლიტერატორების პუშკინის საზოგადოებასთან არსებული თეატრ–სტუდია „არიონი“ წარმოადგენს.დაგნი იული, ქორწინებაში პშიბიშევსკა (1867 – კონგსვინგერი, 1901 – თბილისი) ნორვეგიელი მწერალი, პიანისტი, მთარგმნელი და მშვენიერი ეპოქის მხატვრებისა და მწერლების მუზა იყო. მისი ცხოვრება ტრაგიკულად შეწყდა თბილისში.„ამ პიესის ლიტერატურულ ალმანახში На холмах Грузии დაბეჭდვის შემდეგ ნორვეგიელი ქალის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ХХ საუკუნის დასაწყისის ევროპული კულტურის ბევრ გამორჩეულ ფიგურასთან, ნობელის პრემიის ლაურეატით, მწერალ ავგუსტ სტრინბერგით დაწყებული, მხატვარ ედვარდ მუნკით დამთავრებული“, – აღნიშნა თეატრ „არიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, პუშკინის საზოგადოების თავმჯდომარემ მიხეილ აიდინოვმა.მისი თქმით, ყოფილი სასტუმრო „ლონდონის“ შენობაზე, სადაც ტრაგიკულად შეწყდა დაგნის სიცოცხლე, მემორიალური დაფა განთავსდა, მისი ნეშტი კი კუკიის სასაფლაოზე გადაასვენეს.თეატრი „არიონი“ 14 წლის წინ დაარსდა და დღემდე ისეთი ავტორების მრავალი სპექტაკლი წარმოადგინა, როგორიც არიან ირენა კესკიული, ალექსანდრე მეიფარიანი, არტიომ კირაკოზოვი და სხვ.პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობას იღებდნენ „არიონელები“ და საქართველოს რუსულენოვანი ჟურნალისტების ასოციაციასთან არსებული ჟურნალისტური კურსების მსმენელები. ისინი გამოდიოდნენ მოზარდ მაყურებელთა, კავკასიის სახლის, კომპოზიტორთა სახლის და ხალხთა მეგობრობის სახლის სცენებზე.საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სპექტაკლები იხილეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.ამჯერად გაიმერთება მეთორმეტე პრემიერა. სპექტაკლის რეჟისორია ადამიანის სახელობის თბილისის სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
https://sputnik-georgia.com/20160625/232296228.html
საქართველო
ნორვეგია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/01/270937982_190:0:2921:2048_1920x0_80_0_0_6925cf4f84979c6caa3c371ecd6087ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველო, ნორვეგია, ახალი ამბები
კულტურა საქართველოში, საქართველო, ნორვეგია, ახალი ამბები
თბილისში გაიმართება სპექტაკლის პრემიერა ნორვეგიელ დაგნი იულზე
12:21 04.10.2022 (განახლებულია: 17:51 04.10.2022) მხატვრის, მრავალი მწერლისა და მხატვრის მუზის სიცოცხლე თბილისში შეწყდა.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე 4 ოქტომბერს ირენა კესკიულის პიესის მიხედვით დაგნი პშიბიშევსკას დაბადებიდან 155 წლისთავთან დაკავშირებით სპექტაკლის პრემიერა გაიმართება, რომელსაც საქართველოს რუსულენოვანი ლიტერატორების პუშკინის საზოგადოებასთან არსებული თეატრ–სტუდია „არიონი“ წარმოადგენს.
დაგნი იული, ქორწინებაში პშიბიშევსკა (1867 – კონგსვინგერი, 1901 – თბილისი) ნორვეგიელი მწერალი, პიანისტი, მთარგმნელი და მშვენიერი ეპოქის მხატვრებისა და მწერლების მუზა იყო. მისი ცხოვრება ტრაგიკულად შეწყდა თბილისში.
„ამ პიესის ლიტერატურულ ალმანახში На холмах Грузии დაბეჭდვის შემდეგ ნორვეგიელი ქალის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ХХ საუკუნის დასაწყისის ევროპული კულტურის ბევრ გამორჩეულ ფიგურასთან, ნობელის პრემიის ლაურეატით, მწერალ ავგუსტ სტრინბერგით დაწყებული, მხატვარ ედვარდ მუნკით დამთავრებული“, – აღნიშნა თეატრ „არიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, პუშკინის საზოგადოების თავმჯდომარემ მიხეილ აიდინოვმა.
მისი თქმით, ყოფილი სასტუმრო „ლონდონის“ შენობაზე, სადაც ტრაგიკულად შეწყდა დაგნის სიცოცხლე, მემორიალური დაფა განთავსდა, მისი ნეშტი კი კუკიის სასაფლაოზე გადაასვენეს.
თეატრი „არიონი“ 14 წლის წინ დაარსდა და დღემდე ისეთი ავტორების მრავალი სპექტაკლი წარმოადგინა, როგორიც არიან ირენა კესკიული, ალექსანდრე მეიფარიანი, არტიომ კირაკოზოვი და სხვ.
პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობას იღებდნენ „არიონელები“ და საქართველოს რუსულენოვანი ჟურნალისტების ასოციაციასთან არსებული ჟურნალისტური კურსების მსმენელები. ისინი გამოდიოდნენ მოზარდ მაყურებელთა, კავკასიის სახლის, კომპოზიტორთა სახლის და ხალხთა მეგობრობის სახლის სცენებზე.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სპექტაკლები იხილეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
ამჯერად გაიმერთება მეთორმეტე პრემიერა. სპექტაკლის რეჟისორია ადამიანის სახელობის თბილისის სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი.