„ჩვენი პოზიციები გაიყო": შოთა არველაძემ დუმილი დაარღვია

© courtesy of Shota Arveladzeშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
11 ტურის შემდეგ „ჰალ სიტის“ 11 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-20 ადგილზეა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ინ­გლი­სუ­რი ჩემ­პი­ონ­ში­პის გუნ­დის „ჰალ სიტის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ დუმილი დაარღვია და კლუბიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„არის საკითხები, რომლებიც დროთა განმავლობაში სწორ მიდგომას მოითხოვს. ჯამში რიგ საკითხებთან მიმართებით ჩვენი პოზიციები გაიყო, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ „ჰალ სიტი“ წარმატებული კლუბი გახდება“, – დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ჩემპიონშიპში მუშაობა მისი დიდი ხნის ოცნება იყო, რომლის ასრულებაშიც „ჰალი“ დაეხმარა.
„იმ კუნ­ძულ­ზე მუ­შა­ო­ბა და ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი მწვრთნე­ლისთვის და ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ჰგავს, ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს და მი­ხა­რია, რომ „ჰალ სი­ტიმ“ ერთ-ერთი მთავა­რი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა“, – დაწერა არველაძემ.
შოთა არველაძის თქმით, როცა რვა თვის წინ „ჰალ სიტიში" მივიდა, სხვა შედეგს ელოდა, რომლის მიღწევაც ვერ მოხერხდა.
ქართველმა მწვრთნელმა მადლობა გადაუხადა კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს.
ინგლისის პრემიერშიფის 11 ტურის შემდეგ „ჰალ სიტის“ 11 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-20 ადგილზეა.
შოთა არველაძემ „ჰალ სიტი“ 2022 წლის იანვარში ჩაიბარა და თანამდებობაზე ჩრდილოეთ ირლანდიელი გრანტ მაკანი შეცვალა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0