საქართველოში გაიმართება ასამბლეა NOW

© photo: Sputnik / Stringerმცხეთა. მტკვრისა და არაგვის შესართავი
მცხეთა. მტკვრისა და არაგვის შესართავი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
წელს ასამბლეა ეძღვნება იდუმალ თემას – ადამიანის სიყვარულის უნარს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი მეცნიერები და მედიის, კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები ასამბლეა NOW-ში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც მცხეთაში 10-14 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ასამბლეა NOW თავს უყრის ისეთ ადამიანებს, თემებს, იდეებს, გადაწყვეტილებებს, აღმოჩენებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელობისთვის და მიმართულია ცივილიზაციის მიერ შექმნილი ჩიხის გარღვევისკენ. პირველად იგი 2019 წელს დელფოში (საბერძნეთი) ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 25 ქვეყნიდან 150-მა გამოჩენილმა მეცნიერმა და კულტურის მოღვაწემ.

„წელს ასამბლეა ეძღვნება ადამიანის ყველაზე იდუმალ და ძლიერ თვისებას, ერთადერთს, რომელიც ცხოვრებას სრულყოფილად აქცევს – სიყვარულის უნარს“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

წელს სპიკერებს შორის არიან ფიზიკოსი გია დვალი, მწერალი და მოაზროვნე გურამ ოდიშარია, კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი, ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი, ლეგენდარული მეცნიერ-ეთოლოგი იასონ ბადრიძე, მოძრაობის თეატრის დამფუძნებელი და დირექტორი კახა ბაკურაძე და მრავალი სხვა.
ასამბლეის პროგრამა მოიცავს ლექციებს, პრეზენტაციებს, გამოფენებს, სპექტაკლებს, შოუ-მოხსენებებს, ექსპერიმენტებს და კინოსაღამოებს. ასამბლეაზე გაიმართება პრემიის „NOW: სიყვარულის უნარი" დაჯილდოების ცერემონია მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სოციალურ პრაქტიკასა და პირადი ცხოვრების გზაზე.
ასამბლეა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია Dolphin Embasy-ს ინიციატივით იმართება.
წყარო - ღონისძიების ვებგვერდი
ყველა ახალი ამბავი
0