https://sputnik-georgia.com/20221004/rogor-seicvala-saqartvelos-sagareo-vali-erovnuli-bankis-axali-monacemebi-271036108.html
როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალი - ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალი - ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 268,8 მლნ დოლარით გაიზარდა. 04.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-04T21:05+0400
2022-10-04T21:05+0400
2022-10-04T22:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b539a5c2478219e928998c232298faab.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 22,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 104,8 პროცენტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 268,8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 662,3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასების, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი, შესაბამისად, 290,2 მლნ დოლარით, 73,2 მლნ დოლარით და 30,1 მლნ დოლარით შემცირდა.სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10,2 მლრდ დოლარი, რაც მშპ-ის 47,8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7,6 მლრდ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 899 მლნ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 424,3 მლნ დოლარი და 1,3 მლრდ დოლარია.საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5,6 მლრდ დოლარი, კერძო საწარმოების საგარეო ვალმა – 4,9 მლრდ დოლარი, ხოლო კომპანიათაშორისო ვალმა – 3,4 მლრდ დოლარი.საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13 მლრდ დოლარი შეადგინა. აქედან სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6,2 მლრდ დოლარია, რაც მშპ-ის 29,2 პროცენტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_d00b0a95986ae2f663dfdfc12c2ea64e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალი - ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
21:05 04.10.2022 (განახლებულია: 22:16 04.10.2022) 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 268,8 მლნ დოლარით გაიზარდა.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 22,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 104,8 პროცენტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 268,8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 662,3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასების, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი, შესაბამისად, 290,2 მლნ დოლარით, 73,2 მლნ დოლარით და 30,1 მლნ დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10,2 მლრდ დოლარი, რაც მშპ-ის 47,8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7,6 მლრდ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 899 მლნ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 424,3 მლნ დოლარი და 1,3 მლრდ დოლარია.
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5,6 მლრდ დოლარი, კერძო საწარმოების საგარეო ვალმა – 4,9 მლრდ დოლარი, ხოლო კომპანიათაშორისო ვალმა – 3,4 მლრდ დოლარი.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13 მლრდ დოლარი შეადგინა. აქედან სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6,2 მლრდ დოლარია, რაც მშპ-ის 29,2 პროცენტია.