https://sputnik-georgia.com/20221004/londonis-sapondo-birjaze-qartuli-pasiani-qagaldebi-271009527.html
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
Sputnik საქართველო
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა. 04.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-04T11:04+0400
2022-10-04T11:04+0400
2022-10-04T16:38+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300826_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_62f54dae2b39a65a6c30af4abc500444.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 1,11%-ით შემცირდა და 85,81 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,36%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობასაინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,34%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 4,95% მოგებით 100,85 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 93,82 პუნქტის ფასით, 10,9% მოგებით, ფასი ერთ კვირაში შემცირდა 0,74%-ით.„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში3,18%-ით შემცირდა78,71 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 8,83%-ს.აქციებით ვაჭრობალონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 4,19%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 19,88 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 518 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 19,2–21,15 ფუნტის დიაპაზონში.კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 4,77%-ით და ერთ აქციაზე 6,19 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 124 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,85–6,69 ფუნტის დიაპაზონში.TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 2,11%-ით შემცირდა 16,68 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 241 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 16,0–17,46 ფუნტის დიაპაზონში.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300826_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_73e24358f47c3815bec71eec01a82463.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
11:04 04.10.2022 (განახლებულია: 16:38 04.10.2022) ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 1,11%-ით შემცირდა და 85,81 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,36%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,34%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 4,95% მოგებით 100,85 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 93,82 პუნქტის ფასით, 10,9% მოგებით, ფასი ერთ კვირაში შემცირდა 0,74%-ით.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში3,18%-ით შემცირდა78,71 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 8,83%-ს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 4,19%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 19,88 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 518 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 19,2–21,15 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 4,77%-ით და ერთ აქციაზე 6,19 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 124 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,85–6,69 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 2,11%-ით შემცირდა 16,68 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 241 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 16,0–17,46 ფუნტის დიაპაზონში.