ფედერაციის საბჭომ რუსეთთან ახალი ტერიტორიების მიერთება დაამტკიცა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
თბილისი, 4 სექტემბერი − Sputnik. ფედერაციის საბჭომ მანამდე მოსკოვის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებების რატიფიკაცია მოახდინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვისტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს სხდომას 200-დან 153 დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას.
ახალი ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით დასრულდება.

„ჩვენი ახალი თანამემამულეები სამუდამოდ ხდებიან რუსეთის მოქალაქეები და შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთი დაიცავს და მხარს დაუჭერს მათ ნებისმიერ შემთხვევაში. ეს ჩვენი ქვეყნის წმიდათა წმიდა მოვალეობაა“, − განაცხადა ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ.

ახლა ფედერაციის საბჭოს ახალი ტერიტორიებიდან ექვსი სენატორი დაემატება.
დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ დოკუმენტებს 30 სექტემბერს მოაწერეს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ოთხი რეგიონის პრორუსულმა ხელმძღვანელებმა. 2 ოქტომბერს კი საკონსტიტუციო სასამართლომ შეთანხმებები კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო.
ხელშეკრულებების თანახმად, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „სხვა ქვეყნებთან საზღვრები“ რუსეთის სახელმწიფო საზღვრებად მიიჩნევა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2026 წლის 1 იანვრამდე უნდა გადაწყდეს ოთხივე რეგიონის ინტეგრაციის საკითხები რუსეთის ეკონომიკურ, საფინანსო, საკრედიტო, სამართლებრივ და სახელისუფლებო ორგანოების სისტემებში.
ყველა ახალი ამბავი
0