მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

განგაში იაპონიაში: ჩრდილოკორეულმა ბალისტიკურმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა - ვიდეო

© AFP 2024 / JUNG Yeon-Je
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
თბილისი, 4 სექტემბერი − Sputnik. ბირთვულმა სახელმწიფო ჩრდილოეთ კორეამ დღეს ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა, რა დროსაც რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩამოვარდა, იუწყება სააგენტო Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, ფხენიანს ასეთი სიშორის სარაკეტო გამოცდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ჩაუტარებია.
როგორც სააგენტო წერს, იაპონიის ხელისუფლებამ განგაში გამოაცხადა და მოსახლეობას თავშესაფრების მოძებნისკენ მოუწოდა. ქვეყნის ჩრდილოეთში დროებით მატარებლების მიმოსვლაც კი შეჩერდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ ფხენიანის ეს ნაბიჯი „ბარბაროსობად“ შეაფასა, ხოლო იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა ჰორიკაძუ მაცუნმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედებები არა მარტო იაპონიის, არამედ რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების უსაფრთხოებას ემუქრება, რაც სერიოზული პრობლემაა.
ჩრდილოეთ კორეამ თავი ბირთვულ სახელმწიფოდ სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელიც ფხენიანს უფლებას აძლევს, პრევენციულად გამოიყენოს ბირთვული იარაღი გარე თავდასხმების შესაკავებლად.
აღინიშნება, რომ გასულ წელს ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ პროგრამაზე 640 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. წლის დასაწყისიდან დღემდე ფხენიანმა უკვე 20 რაკეტა გაუშვა.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0