https://sputnik-georgia.com/20221004/batumsi-operis-oqros-xmis-gamarjvebulebi-daajilodes-270984006.html
ბათუმში „ოპერის ოქროს ხმის" გამარჯვებულები დააჯილდოეს
ბათუმში „ოპერის ოქროს ხმის" გამარჯვებულები დააჯილდოეს
Sputnik საქართველო
კონკურსში „ოპერის ოქროს ხმა", რომლის საპრიზო ფონდი 15.000 ევრო იყო, ოთხი გამარჯვებული გამოვლინდა. 04.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-04T10:02+0400
2022-10-04T10:02+0400
2023-08-17T19:46+0400
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24698/71/246987110_0:30:2229:1284_1920x0_80_0_0_94a38bc705305f99a28ec828aff9e665.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის დრამატულ თეატრში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში „ოპერის ოქროს ხმა" გამარჯვებულები დააჯილდოეს, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.კონკურსი, რომელიც ფესტივალ „ბათუმის რაფსოდიის" ფარგლებში 24-დან 30 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა, წელს პირველად გაიმართა და მისი ორგანიზატორია ცნობილი საოპერო მომღერალი, სოპრანო თამარ ივერი.პროექტის მიზანია მუსიკოსების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო დონეზე მათი მუსიკალური შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენა.„ოპერის ოქროს ხმის" საპრიზო ფონდი 15.000 ევრო იყო.გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში კონკურსანტებისთვის მასტერ-კლასებიც ჩატარდა.თამარ ივერის პროექტი „ოპერის ოქროს ხმა", რომელიც კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულია, წარმატებულად შეაფასეს და მალე გადაწყდება, მომავალში კონკურსი გაიმართება ერთ წელიწადში თუ ორ წელიწადში ერთხელ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24698/71/246987110_239:0:1991:1314_1920x0_80_0_0_cbc6ed8d484c7e75594abfc79a73265d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი
ბათუმში „ოპერის ოქროს ხმის" გამარჯვებულები დააჯილდოეს
10:02 04.10.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) კონკურსში „ოპერის ოქროს ხმა", რომლის საპრიზო ფონდი 15.000 ევრო იყო, ოთხი გამარჯვებული გამოვლინდა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის დრამატულ თეატრში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში „ოპერის ოქროს ხმა" გამარჯვებულები დააჯილდოეს, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
კონკურსი, რომელიც ფესტივალ „ბათუმის რაფსოდიის" ფარგლებში 24-დან 30 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა, წელს პირველად გაიმართა და მისი ორგანიზატორია ცნობილი საოპერო მომღერალი, სოპრანო თამარ ივერი.
პროექტის მიზანია მუსიკოსების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო დონეზე მათი მუსიკალური შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენა.
კონკურსში „ოპერის ოქროს ხმა", რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 82 ახალგაზრდა ვოკალისტი მონაწილეობდა, მათ შორის ნიჭიერი ქართველი კონკურსანტები, ოთხი გამარჯვებული გამოვლინდა, კიდევ ერთი ახალგაზრდა ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს ბათუმის ოპერის თეატრის დამფუძნებლის, ქართველი ტენორის ალექსანდრე ხომერიკის სახელობის პრემიით.
„ოპერის ოქროს ხმის" საპრიზო ფონდი 15.000 ევრო იყო.
გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში კონკურსანტებისთვის მასტერ-კლასებიც ჩატარდა.
თამარ ივერის პროექტი „ოპერის ოქროს ხმა", რომელიც კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულია, წარმატებულად შეაფასეს და მალე გადაწყდება, მომავალში კონკურსი გაიმართება ერთ წელიწადში თუ ორ წელიწადში ერთხელ.