თბილისი საარქივო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს

© Pixabay / MasterTuxკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც პირველად იმართება, 5-8 ოქტომბერს ქართული და უცხოური საარქივო ფილმების უძველეს ნიმუშებს წარმოადგენს, იუწყება ეროვნული არქივი.
კინოდარბაზში წარმოდგენილი იქნება საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყნის 80-მდე დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ფილმი და კინოქრონიკა.

კერძოდ, კინოფესტივალისთვის შერჩეულია 1895–1960-იან წლებში გადაღებული ისეთი ოსტატების ფილმები, როგორიც არიან ძმები ლუმიერები, ძმები სკლადანოვსკები, იან კრიჟენეცკი, ვასილ ამაშუკელი, ჟორჟ მელიესი, აურელიო პაზ დორ რეისი, ჟორჯა პალუ, ოქტავიან მილეტიჩი, ვიმ ვენდერსი და სხვ.

კინოფესტივალის თემა ყველაზე ძველი კინოდოკუმენტებია. თბილისურ ფესტივალზე მასში მონაწილე ქვეყნების (გერმანია, იტალია, აშშ, ესპანეთი, მალტა, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდი, პორტუგალია, ჩეხეთი, ხორვატია, მოლდოვა და საფრანგეთი) კინოარქივები, კინოთეკები და კინომუზეუმები მათ ფონდებში დაცული უძველესი ფილმების პროგრამებს წარმოადგენენ.
კინოფესტივალის პროგრამა იხილეთ ამ ბმულზე.
კინოფესტივალი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0