https://sputnik-georgia.com/20221003/tbilisshi-dasaqmebis-porumi-gaimarteba-270990870.html
თბილისში დასაქმების ფორუმი ჩატარდება
თბილისში დასაქმების ფორუმი ჩატარდება
Sputnik საქართველო
ღონისძიების ამოცანაა დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება. 03.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-03T15:04+0400
2022-10-03T15:04+0400
2022-10-03T16:53+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23125/42/231254220_0:233:1201:908_1920x0_80_0_0_8abe437c8928411a5e5a3ca934d169dd.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. დასაქმების ფორუმი, რომელსაც თბილისის საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს მესამე პავილიონი უმასპინძლებს, 5 ოქტომბერს ჩატარდება, იუწყება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.ღონისძიება ოფიციალურად 12:00 საათზე გაიხსნება. ფორუმის მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა.დასაქმების მსურველთათვის 1000-ზე მეტი ვაკანსია იქნება წარმოდგენილი. დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს და ვაკანსიებს. ამის შემდეგ მათთვის ჩაინიშნება შეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას მიიღებენ კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად.დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი და საშუალო კომპანიები: „მაკდონალდსი“, „ანტრე“, „ლეგატო“, „ვენდისი“, „ლუკა პოლარე“, „საბვეი“, KFC, HB, „ქართული სახლი“, „რედისონი“, „მარიოტი“, „ჰილტონი“ და ა.შ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23125/42/231254220_0:120:1201:1020_1920x0_80_0_0_05ead7157a611bb473b5a3c4bd506f3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს
თბილისში დასაქმების ფორუმი ჩატარდება
15:04 03.10.2022 (განახლებულია: 16:53 03.10.2022) ღონისძიების ამოცანაა დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. დასაქმების ფორუმი, რომელსაც თბილისის საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს მესამე პავილიონი უმასპინძლებს, 5 ოქტომბერს ჩატარდება, იუწყება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
ღონისძიება ოფიციალურად 12:00 საათზე გაიხსნება. ფორუმის მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა.
დასაქმების მსურველთათვის 1000-ზე მეტი ვაკანსია იქნება წარმოდგენილი. დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს და ვაკანსიებს. ამის შემდეგ მათთვის ჩაინიშნება შეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას მიიღებენ კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი და საშუალო კომპანიები: „მაკდონალდსი“, „ანტრე“, „ლეგატო“, „ვენდისი“, „ლუკა პოლარე“, „საბვეი“, KFC, HB, „ქართული სახლი“, „რედისონი“, „მარიოტი“, „ჰილტონი“ და ა.შ.