https://sputnik-georgia.com/20221003/tamar-taliasvils-deputatis-uflebamosileba-seuwydeba-271001821.html
თამარ ტალიაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება
თამარ ტალიაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება
Sputnik საქართველო
ტალიაშვილის ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო პარლამენტში მის სავარძელს გრეტა წიწავა დაიკავებს. 03.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-03T19:54+0400
2022-10-03T19:54+0400
2022-10-03T22:21+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/03/270997903_0:99:1061:696_1920x0_80_0_0_a52f44e8fb61d44e02621b459b36aed3.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატის თამარ ტალიაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს.თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი გახდა, რის გამოც დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შესაბამისი დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარედგინება.ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო „ქართული ოცნების“ დეპუტატ თამარ ტალიაშვილის ნაცვლად პარლამენტში უმრავლესობის სიით გრეტა წიწავა შევა.პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ტალიაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2020 წლის დეკემბრიდან იყო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/03/270997903_0:143:1061:940_1920x0_80_0_0_062e8fecb570307abb0ef530d7214e53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო
თამარ ტალიაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება
19:54 03.10.2022 (განახლებულია: 22:21 03.10.2022) ტალიაშვილის ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო პარლამენტში მის სავარძელს გრეტა წიწავა დაიკავებს.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატის თამარ ტალიაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს.
თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი გახდა, რის გამოც დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება.
„თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოზიციაა. ასევე მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე, რომ იქ იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს პროფესიული უნარები“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შესაბამისი დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარედგინება.
ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო „ქართული ოცნების“ დეპუტატ თამარ ტალიაშვილის ნაცვლად პარლამენტში უმრავლესობის სიით გრეტა წიწავა შევა.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ტალიაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2020 წლის დეკემბრიდან იყო.